წერილი გავლენიან პირს: მოზარდებს საინტერესო კონკურსში მონაწილეობას სთავაზობენ

© Pixabay / TayebMEZAHDIAსაიდუმლო მასალები
საიდუმლო მასალები - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2022
გამოწერა
კონკურსის მიზანია - ახალგაზრდა თაობაში წერილის წერის ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ეპისტოლარული ჟანრის თხზულებათა საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსი, რომელიც „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) ეგიდით იმართება, საქართველოში განაცხადების მიღებას აგრძელებს.
2022 წლის საკონკურსო თემა არის „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით”. კონკურსში მონაწილეობის მიღება 9-15 წლის მოზარდებს შეუძლიათ.
კონკურსის მიზანია - წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წახალისება, ასევე წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში.
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. წელს ის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად კონკურსში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი ქვეყნებიდან მილიონობით მოზარდი მონაწილეობს.
© courtesy of Georgian postგოგონა ათავსებს წერილს საფოსტო ყუთში
Девочка бросает письмо в почтовый ящик - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2022
გოგონა ათავსებს წერილს საფოსტო ყუთში
ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს.
საქართველოში სამი საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება, გამარჯვებულის ნამუშევარი კი გადაეგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირს“ და ჩაერთვება საერთაშორისო კონკურსის პროგრამაში.
კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი დეტალები წარმოდგენილია აქ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 აპრილი. ნამუშევრები მიიღება ელექტრონული ფოსტით letter@gpost.ge ან მისამართზე - „საქართველოს ფოსტა“: სადგურის მოედანი, 2.
წყარო - საქართველოს ფოსტა
ყველა ახალი ამბავი
0