https://sputnik-georgia.com/20220409/tbilissi-axali-xidis-msenebloba-grzeldeba-265862984.html
თბილისში ახალი ხიდის მშენებლობა გრძელდება
თბილისში ახალი ხიდის მშენებლობა გრძელდება
Sputnik საქართველო
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი
2022-04-09T12:37+0400
2022-04-09T12:37+0400
2022-04-09T12:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24497/87/244978740_605:454:1880:1171_1920x0_80_0_0_2a803e22991b570d02c62a0d24d7060a.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.სამშენებლო სამუშაოები არსებული საფეხმავლო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, ხიდის და გზაგამტარის ბურჯები ეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე გრუნტის დამცავი საყრდენი კედელი ეწყობა.ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.პროექტის რეალიზაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარამდე გამოიყო. მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლისთვის დასრულდება. ხიდი იქნება ოთხზოლიანი და მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24497/87/244978740_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4f0b796b1e9df66906c5cd64f628bdcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ხიდი მშენებლობა ბაგები
თბილისი ხიდი მშენებლობა ბაგები
თბილისში ახალი ხიდის მშენებლობა გრძელდება
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოები არსებული საფეხმავლო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, ხიდის და გზაგამტარის ბურჯები ეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე გრუნტის დამცავი საყრდენი კედელი ეწყობა.
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.
პროექტის რეალიზაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარამდე გამოიყო. მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლისთვის დასრულდება. ხიდი იქნება ოთხზოლიანი და მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრს შეადგენს.