https://sputnik-georgia.com/20220409/sofel-sromis-kulturis-saxls-reabilitacia-cautardeba-265870241.html
სოფელ შრომაში უნიკალური შენობის რეაბილიტაცია ჩატარდება
სოფელ შრომაში უნიკალური შენობის რეაბილიტაცია ჩატარდება
Sputnik საქართველო
კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა.
2022-04-09T21:38+0400
2022-04-09T21:38+0400
2022-04-09T22:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
საქართველოს რეგიონები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265869058_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_7965210a8d6bff1f944527b94ca76759.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შრომის კულტურის სახლში შემორჩენილია უნიკალური დეკორატიული ელემენტები, მაგრამ მისი მდგომარეობა სავალალოა.პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მზადდება.სამინისტროს ინფორმაციით, შრომის კულტურის სახლი საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება შენობის ავთენტურობის შენარჩუნება, ასევე შშმ პირებისათვის შეიქმნება ადაპტირებული გარემო.კულტურის სახლის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ამიტომ, რეაბილიტაციის შედეგად სრულად იქნება შენარჩუნებული და აღდგენილი მისი ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.სოფელ შრომის კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა. შენობა დეკორატიული ელემენტებით შემკული ფასადებით ხასიათდება. მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა კულტურის სახლის დარბაზი, მასშტაბურია სოც-რეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენებს.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265869058_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_10a7c3e393b96756b6ac66687fc4be48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოფელი შრომა კულტურა სახლი რეაბილიტაცია
სოფელი შრომა კულტურა სახლი რეაბილიტაცია
სოფელ შრომაში უნიკალური შენობის რეაბილიტაცია ჩატარდება
21:38 09.04.2022 (განახლებულია: 22:10 09.04.2022) კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შრომის კულტურის სახლში შემორჩენილია უნიკალური დეკორატიული ელემენტები, მაგრამ მისი მდგომარეობა სავალალოა.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მზადდება.
სამინისტროს ინფორმაციით, შრომის კულტურის სახლი საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.
„რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 ათას ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება შენობის ავთენტურობის შენარჩუნება, ასევე შშმ პირებისათვის შეიქმნება ადაპტირებული გარემო.
კულტურის სახლის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ამიტომ, რეაბილიტაციის შედეგად სრულად იქნება შენარჩუნებული და აღდგენილი მისი ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.
სოფელ შრომის კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა. შენობა დეკორატიული ელემენტებით შემკული ფასადებით ხასიათდება. მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა კულტურის სახლის დარბაზი, მასშტაბურია სოც-რეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენებს.