https://sputnik-georgia.com/20220409/saqartvelos-prezidentma-sewyalebis-aqti-gamosca-265861964.html
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა
Sputnik საქართველო
შეწყალებულთა შორის უკრაინის რამდენიმე მოქალაქეა
2022-04-09T11:13+0400
2022-04-09T11:13+0400
2022-04-09T11:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_0:197:3191:1993_1920x0_80_0_0_8e17c52da4417a321c06c3a7849ef833.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.კერძოდ, პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.სწორედ ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა მრავალათასიანი მიტინგი დაარბია.ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_277:149:2808:2047_1920x0_80_0_0_99baf963943cae734f7c1ff511f1c707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალება აქტი მსჯავრდებულები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალება აქტი მსჯავრდებულები
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა
11:13 09.04.2022 (განახლებულია: 11:14 09.04.2022) შეწყალებულთა შორის უკრაინის რამდენიმე მოქალაქეა
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.
აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
სწორედ ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა მრავალათასიანი მიტინგი დაარბია.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი ჩატარდება.