ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი კვლავ საქართველოს ესტუმრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მწერალთა სახლში
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მწერალთა სახლში - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2022
გამოწერა
ბეგბედერი შეხვდება თავის თაყვანისმცემლებს, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და ავტოგრაფებს დაარიგებს.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ცნობილი ფრანგი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი და გახმაურებული რომანების „99 ფრანკისა“ და „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი 4-6 მაისს თბილისს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გამომცემლობამ „პალიტრა L“, რომელიც ბეგბედერის წიგნებს ქართულ ენაზე გამოსცემს.
ბეგბედერი შეხვდება თავის თაყვანისმცემლებს, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და ავტოგრაფებს დაარიგებს. სხვა დეტალები და ასევე შეხვედრის ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფრედერიკ ბეგბედერი ავტოგრაფებს არიგებს
Фредерик Бегбедер раздает автографы своим поклонникам в грузинской столице - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2022
ფრედერიკ ბეგბედერი ავტოგრაფებს არიგებს
ფრედერიკ ბეგბედერი თბილისს მეორედ ეწვევა. პირველად ის ქართველ მკითხველებს 2016 წელს შეხვდა. მაშინ ბეგბედერი თბილისში ქართული ჟურნალი "12"-ის რედაქტორის, პარიზში მცხოვრები მსახიობის ოლგა ბაბლუანის მოწვევით იმყოფებოდა.
ფრედერიკ ბეგბედერი საფრანგეთის ქალაქ ნიოი-სიურ-სენში (Neuilly-sur-Seine) დაიბადა. დედა ფრანგულ ენაზე ქალთა რომანებს თარგმნიდა, მამა კი პროფესიონალი რეკრუტერი იყო.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მწერალთა სახლში
Фредерик Бегбедер на встрече в Доме писателей Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2022
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მწერალთა სახლში
პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტისა და შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციების უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ბეგბედერი მსხვილ სარეკლამო სააგენტო Young and Rubicam-ში კოპირაიტერი ხდება.
ამავდროულად ის ლიტერატურის კრიტიკოსის რანგში თანამშრომლობდა პოპულარულ ჟურნალებთან Elle, Paris Match, Voici ou encore VSD.
რომან „99 ფრანკის“ გამოსვლის შემდეგ, რომელიც სარეკლამო ბიზნესის მწვავე სატირას წარმოადგენს, ბეგბედერს Young and Rubicam-იდან ათავისუფლებენ.
© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი
Фредерик Бегбедер  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2022
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი
ამის შემდეგ ბეგბედერი 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფრანგი პოლიტიკოსის რობერ იუს (Robert Hue) უფასო კონსულტანტი გახდა. 2003 წლის იანვარში საგამომცემლო ჯგუფმა Flammarion ბეგბედერს რედაქტორის ადგილი შესთავაზა.
ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მწერალს დამსახურებული დიდება მოუტანა რომანებმა: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“ (1990), „არდადეგები კომაში“ (1995), „სიყვარული სამი წელი გრძელდება“ (1997), „ნოველები ექსტაზის დროს“ (1999), „რომანტიკული ეგოისტი“ და „99 ფრანკი“, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა 2000 წელს.
© photo: Sputnik / Сергей Кузнецов / გადასვლა მედიაბანკშიფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი
Французский писатель Фредерик Бегбедер - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2022
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი
გარდა ამისა, ის ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელია, რომელიც მიშელ უელბეკისა და ვირჟინია დეპანტის წიგნებს მიენიჭა.
ბეგბედერმა კინემატოგრაფიაშიც კი მოსინჯა ბედი — გადაღებულია ეპიზოდურ როლში პორნოგრაფიულ ფილმში „მენავის ქალიშვილი“.
ყველა ახალი ამბავი
0