https://sputnik-georgia.com/20220409/dori-tbilissi-gaimarteba-turniri-dabrkolebata-gadalaxvasi-265866745.html
დოღი: თბილისში გაიმართება ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში
დოღი: თბილისში გაიმართება ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში
Sputnik საქართველო
დოღში მონაწილეობას მიიღებენ მხედრები თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის და სხვა ქალაქების საცხენოსნო კლუბებიდან
2022-04-09T17:51+0400
2022-04-09T17:51+0400
2022-04-09T17:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24511/57/245115779_0:0:3030:1705_1920x0_80_0_0_08e1ba1023d01537b8159fa535f6d706.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საცხენოსნო ტურნირი - დოღი დაბრკოლებათა გადალახვაში 16-17 აპრილს ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.ასპარეზობაზე მოწვეული არიან საცხენოსნო კლუბები თბილისიდან, ფოთიდან, ბოლნისიდან, ახალუბნიდან, ასევე ბათუმიდან და ზუგდიდიდან. დოღზე დასწრება უფასოა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია.ცხენოსნობის ისტორია საქართველოშიმეცხენეობა და ცხენოსნობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული. დოღს საინტერესო ისტორია გააჩნია. რბოლა ტარდებოდა მაღალმთიანეთში - ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, მთიულეთში, ასევე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიცვალებულის სახელზე, საეკლესიო და ხალხური დღესასწაულების დროს.ტრადიციულად, დოღში ცხენების კენტი რაოდენობა მონაწილეობდა - 5-დან 35-მდე. ცხენებზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ, უწნავდნენ ფაფარს ნაწნავებში და ფერადი ძაფებით ურთავდნენ. მაგრამ უნაგირი ჰქონდა მხოლოდ ერთ ცხენს - რომელიც მიცვალებულის სახელზე იყო ნაკურთხი. დოღის გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემდნენ იარაღს, პირუტყვს, ტანსაცმელს და ა.შ.დღეს დოღი ადგილობრივ დღესასწაულებზე მაღალმთიან რაიონებში ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24511/57/245115779_198:0:2927:2047_1920x0_80_0_0_aa1111ff1645337096181188e2214ea7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დოღი თბილისი ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვა ლისი
დოღი თბილისი ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვა ლისი
დოღი: თბილისში გაიმართება ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში
17:51 09.04.2022 (განახლებულია: 17:52 09.04.2022) დოღში მონაწილეობას მიიღებენ მხედრები თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის და სხვა ქალაქების საცხენოსნო კლუბებიდან
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საცხენოსნო ტურნირი - დოღი დაბრკოლებათა გადალახვაში 16-17 აპრილს ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ასპარეზობაზე მოწვეული არიან საცხენოსნო კლუბები თბილისიდან, ფოთიდან, ბოლნისიდან, ახალუბნიდან, ასევე ბათუმიდან და ზუგდიდიდან. დოღზე დასწრება უფასოა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია.
ცხენოსნობის ისტორია საქართველოში
მეცხენეობა და ცხენოსნობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული. დოღს საინტერესო ისტორია გააჩნია. რბოლა ტარდებოდა მაღალმთიანეთში - ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, მთიულეთში, ასევე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიცვალებულის სახელზე, საეკლესიო და ხალხური დღესასწაულების დროს.
ტრადიციულად, დოღში ცხენების კენტი რაოდენობა მონაწილეობდა - 5-დან 35-მდე. ცხენებზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ, უწნავდნენ ფაფარს ნაწნავებში და ფერადი ძაფებით ურთავდნენ. მაგრამ უნაგირი ჰქონდა მხოლოდ ერთ ცხენს - რომელიც მიცვალებულის სახელზე იყო ნაკურთხი. დოღის გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემდნენ იარაღს, პირუტყვს, ტანსაცმელს და ა.შ.
დღეს დოღი ადგილობრივ დღესასწაულებზე მაღალმთიან რაიონებში ტარდება.