საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მისამართით გამოთქმული ბრალდებების ფონზე უკრაინის რადის მხრიდან მიწვევას შეუფერებელი უწოდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„ჩვენი მხარდაჭერა და პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას... ამის ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა მას გარკვეული კითხვები აქვს მის ხელისუფლებასთან.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება“ იმისას, რომ ქართული ტერიტორია რუსეთში კონტრაბანდული საქონლისთვის არ გამოიყენება.
უკრაინის პასუხად საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს უკრაინამ უნდა წარმოადგინოს საკუთარ ბრალდებებზე მტკიცებულებები, ან ბოდიში მოიხადოს. მათ თქმით, ბრალდებები აბსურდულია. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას.
ყველა ახალი ამბავი
0