https://sputnik-georgia.com/20220408/jandacvis-komitetma-marixuanis-dekriminalizaciis-shesaxeb-kanonproeqti-chaagdo-265856826.html
ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
Sputnik საქართველო
დიმიტრი ხუნდაძის აზრით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ფაქტობრივად, ნარკოტიკების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 08.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-08T21:41+0400
2022-04-08T21:41+0400
2022-04-08T23:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24094/73/240947374_0:180:1920:1260_1920x0_80_0_0_2d167ad40c666a2b1dcd53cd23c807aa.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც მარიხუანის შენახვის დეკრიმინალიზაციას ეხებოდა.„გირჩის“ წევრების პოზიციაა, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა–შენახვა–გადაზიდვა–გადაგზავნა და გასაღებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელი უნდა გაუქმდეს.ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომიტეტი მზადაა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობით გადახედოს კანონპროექტს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ პოლიტიკის შემსუბუქების თვალსაზრისით, რაც საზოგადოებას არ დააზიანებს.საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24094/73/240947374_0:0:1920:1440_1920x0_80_0_0_16191f410792000d4b21f16958083cfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება
ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
21:41 08.04.2022 (განახლებულია: 23:13 08.04.2022) დიმიტრი ხუნდაძის აზრით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ფაქტობრივად, ნარკოტიკების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც მარიხუანის შენახვის დეკრიმინალიზაციას ეხებოდა.
„გირჩის“ წევრების პოზიციაა, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა–შენახვა–გადაზიდვა–გადაგზავნა და გასაღებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელი უნდა გაუქმდეს.
„იმით, რაზეც აქ ვმსჯელობთ, გარკვეულწილად მარიხუანის პოპულარიზაციას ვეწევით, მე ეს არ მომწონს და სახიფათოდაც მიმაჩნია. დეკრიმინალიზაცია უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ეს კანონპროექტი, მგონია, რომ პრაქტიკულად არის ლეგალიზების ტოლფასი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომიტეტი მზადაა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობით გადახედოს კანონპროექტს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ პოლიტიკის შემსუბუქების თვალსაზრისით, რაც საზოგადოებას არ დააზიანებს.
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.