საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები შვედეთთან განადგურდა

© Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში შვედეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.
გიორგი ჩხაიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტაიმში 11 უპასუხო გოლი გაუშვა, მეორე ტაიმში კი შვედეთის ნაკრებმა კიდევ ოთხი ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (15:0).
შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 აპრილს ფინეთთან სტუმრად ითამაშებს.
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. გიორგი ჩხაიძის გუნდს ხუთი შეხვედრიდან ხუთივე წაგება აქვს. აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჯერ გოლი არ გაუტანია.
ყველა ახალი ამბავი
0