„ხორცისმჭამელი ტირის“: თბილისში იდუმალი გამოფენა გაიხსნა

© courtesy of Tamar Botchorishviliმხატვარ თამარ ბოჭორიშვილის გამოფენა „ხორცისმჭამელი ტირის“
მხატვარ თამარ ბოჭორიშვილის გამოფენა „ხორცისმჭამელი ტირის“ - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
იდუმალი პირადი ისტორია და თითქმის ფანტასმაგორიული მოგზაურობა თუშეთში – Artbeat Gallery საინტერესო გამოფენაზე გიწვევთ.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მხატვარ თამარ ბოჭორიშვილის გამოფენა „ხორცისმჭამელი ტირის“ გაიხსნა თბილისის გალერეაში Artbeat, იუწყებიან ორგანიზატორები.
ეს ქართველი ფერმწერის მეორე პერსონალური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები, კოლაჟები და ფიგურები, რომლებიც თამარმა 2021-2022 წლებში შექმნა.
გამოფენა „ხორცისმჭამელი ტირის“ აერთიანებს ორ ნარატივს: პირველი უშუალოდ უკავშირდება პირად ისტორიას, რომელიც მოგვითხრობს ხელოვანის ძაღლზე და იმ გამოცდილებაზე, რაც მასთან ურთიერთობამ მისცა და დაანახა. მეორე მხრივ ეს არის გეოგრაფიული იდენტობის, როგორც კულტურული ინფორმაციის აღმოჩენა და ამ ინფორმაციის ასახვისთვის საჭირო ფორმების შექმნა, რასაც წინ უძღვის ხელოვანის ფანტასმაგორიული, სიზმრისეული მოგზაურობა თუშეთში.

„მეხსიერება, ანუ ისტორია არის განვითარებადი სტრუქტურა, რომელიც ინდივიდის ცხოვრებას გარკვეულ საზრისს სძენს. დროში არსებობა კი ადამიანურ ყოფას თავიდანვე ისტორიულს ხდის. ენიგმატური მოვლენები ყოველთვის ტოვებენ თავიანთ კვალს და ცვლიან ჩვენი აღქმის წერტილს. რა არის ეს კვალი? ვისია ის? როგორ გვცვლის ის?“ – ნათქვამია გამოფენის ანონსში.

დამთვალიერებლები ამ და სხვა კითხვებზე პასუხს 22 მაისამდე შეიტყობენ გამოფენაზე, რომელიც პავლე ინგოროყვას ქუჩის 14 ნომერში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0