„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა - სასამართლომ რვა პირი დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
ბრალდებულები ღიად გამოხატავდნენ „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას და ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლოზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულთაგან ხუთი პირი აღიარებდა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილ წესებს და დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდნენ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან.
„ისინი აქტიურად მოქმედებდნენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის, კონკრეტული დავების „ქურდული წესით“ გადასაწყვეტად და ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერებს დანაშაულებრივ დაკვეთას აძლევდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება დანარჩენ სამ ბრალდებულს, ისინი ღიად გამოხატავდნენ „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას და ასრულებდნენ დანაშაულებრივ დაკვეთებს.
სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და მათ პატიმრობა სხვადასხვა ვადით – 7-დან 8 წლამდე შეუფარდა.
დაკავებულთაგან ერთი პირი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის გარდა, დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვაში. მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დანარჩენი სამი კი დამნაშავედ ცნეს „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში. მათ პატიმრობა სხვადასხვა ვადით – 3-დან 5 წლამდე შეეფარდათ.
ყველა ახალი ამბავი
0