Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ვაქცინაციისთვის ისევ წაახალისებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhevვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 30 აპრილამდე გაგრძელდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
200 ლარით წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთების შემთხვევაში დამატებით 100 ლარს მიიღებენ.
ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო ანგარიშებს თავად გაუხსნის „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.
2021 წლის 9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივმა ზღვარმა 50 წელზე ჩამოიწია.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ 1522, ან ეწვიონ გვერდს booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.
ყველა ახალი ამბავი
0