https://sputnik-georgia.com/20220407/ristvis-cavida-patriotta-aliansi-moskovsi-irma-inasvilis-pasuxi-265828541.html
რისთვის ჩავიდა „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში: ირმა ინაშვილის პასუხი
რისთვის ჩავიდა „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში: ირმა ინაშვილის პასუხი
Sputnik საქართველო
ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინის ტრაგედია არ გავრცელდეს საქართველოში, - აცხადებს პარტიის ლიდერი
2022-04-07T23:13+0400
2022-04-07T23:13+0400
2022-04-07T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249913776_0:58:1280:779_1920x0_80_0_0_29be510854378c410b9d2000765cce83.jpg
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. დიალოგი და საუბარი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ღალატად – ეს არის სამშობლოს დაცვა, განაცხადა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.პარტიის ლიდერები - ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფებიან. ორშაბათს ისინი შეხვდნენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ვლადიმირ ჯაბაროვს. ფედერაციის საბჭოს პრეს-სამსახურის ცნობით, განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები.ტელეარხ „რუსთავი2“-თან საუბრისას ინაშვილმა საქართველოს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია სწორად, ჩვენ ამას მივიჩნევთ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიად“, – განაცხადა ინაშვილმა.„პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში მმართველ პარტიაში დაგმეს.მარტის დასაწყისში „საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ შემავალმა 55-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს და უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს. წერილი სოციალურ ქსელში ინაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. პარტიის ლიდერები არაერთხელ იმყოფებოდნენ მოსკოვში.საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.წყარო - „რუსთავი2“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249913776_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_63abea1f5125e58513a8f6ae1754418d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვი ირმა ინაშვილი პასუხი
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვი ირმა ინაშვილი პასუხი
რისთვის ჩავიდა „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში: ირმა ინაშვილის პასუხი
23:13 07.04.2022 (განახლებულია: 23:26 07.04.2022) ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინის ტრაგედია არ გავრცელდეს საქართველოში, აცხადებს პარტიის ლიდერი.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. დიალოგი და საუბარი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ღალატად – ეს არის სამშობლოს დაცვა, განაცხადა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.
პარტიის ლიდერები - ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფებიან. ორშაბათს ისინი შეხვდნენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ვლადიმირ ჯაბაროვს. ფედერაციის საბჭოს პრეს-სამსახურის ცნობით, განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები.
„ჩვენ ვხედავთ და გვესმის განცხადებები ზელენსკის მთავრობის მხრიდან. ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი მცდელობაა – საქართველო ჩაითრიონ ომში", – განაცხადა ინაშვილმა.
ტელეარხ „რუსთავი2“-თან საუბრისას ინაშვილმა საქართველოს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია სწორად, ჩვენ ამას მივიჩნევთ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიად“, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში მმართველ პარტიაში დაგმეს.
„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი... ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მარტის დასაწყისში „საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ შემავალმა 55-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს და უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს. წერილი სოციალურ ქსელში ინაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. პარტიის ლიდერები არაერთხელ იმყოფებოდნენ მოსკოვში.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.