https://sputnik-georgia.com/20220407/kulturis-saministro-kulturis-kodeqsze-mushaobs-265814570.html
კულტურის სამინისტრო „კულტურის კოდექსის“ პროექტზე მუშაობს
კულტურის სამინისტრო „კულტურის კოდექსის“ პროექტზე მუშაობს
Sputnik საქართველო
მინისტრის განცხადებით, კოდექსზე სამუშაოდ რამდენიმე თემატური ჯგუფია შექმნილი. 07.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-07T17:00+0400
2022-04-07T17:00+0400
2022-04-07T21:25+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004649_0:39:2000:1164_1920x0_80_0_0_b537f442258fd9b45cfc65e23557a12d.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას „კულტურის კოდექსის“ პროექტის შემუშავებაზე.კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მინისტრის პირველ მოადგილესთან კახა სიხარულიძესთან და სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად კულტურის კოდექსზე მომუშავე ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრა გამართა.სამუშაო შეხვედრაზე საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე და მისი თეატრის საჭიროებებზე ადაპტაციის საკითხებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი უხელმძღვანელებს.კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი და ახალგაზრდობა: თეა წულუკიანის ათწლიანი გეგმა>>>ჯგუფი ერთი თვის ვადაში სამინისტროს წარუდგენს თეატრის წინაშე მდგარი პრობლემების ნუსხას, მათი გადაჭრის გზებს და რეფორმის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც სამინისტრო შეიმუშავებს და ჯგუფს დასამტკიცებლად დაუბრუნებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.მოგვიანებით დაიწყება კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, რის შემდეგაც მოცემული ცვლილებები კანონმდებლობაში აისახება.მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი არეგულირებდეს თეატრის მომიჯნავე სფეროებსაც, რომლებიც მიმართული უნდა იყვნენ იმისკენ, რომ საქართველოში ქართული თეატრი კიდევ უფრო განვითარდეს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა ნაყოფიერი, საინტერესო და დისკუსიებით სავსე იყო. წულუკიანმა ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს, მათ შორის, პარლამენტის კულტურის კომიტეტს, რომლის წარმომადგენელი კულტურის სამინისტროს სამუშაო ჯგუფებში პირველივე დღიდან არის ჩართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004649_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_230fb7e0f40a931eeec2d720051fa4f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო „კულტურის კოდექსის“ პროექტზე მუშაობს
17:00 07.04.2022 (განახლებულია: 21:25 07.04.2022) მინისტრის განცხადებით, კოდექსზე სამუშაოდ რამდენიმე თემატური ჯგუფია შექმნილი.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას „კულტურის კოდექსის“ პროექტის შემუშავებაზე.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მინისტრის პირველ მოადგილესთან კახა სიხარულიძესთან და სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად კულტურის კოდექსზე მომუშავე ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე და მისი თეატრის საჭიროებებზე ადაპტაციის საკითხებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი უხელმძღვანელებს.
ჯგუფი ერთი თვის ვადაში სამინისტროს წარუდგენს თეატრის წინაშე მდგარი პრობლემების ნუსხას, მათი გადაჭრის გზებს და რეფორმის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც სამინისტრო შეიმუშავებს და ჯგუფს დასამტკიცებლად დაუბრუნებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
მოგვიანებით დაიწყება კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, რის შემდეგაც მოცემული ცვლილებები კანონმდებლობაში აისახება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ცვლილებებმა დაარეგულიროს არა მხოლოდ სახელმწიფო თეატრების საქმიანობა, არამედ საკანონმდებლო ბაზა უფრო მეტად ხელშემწყობი გახადოს კერძო თეატრებისთვის და ასევე იმ თეატრებისთვის, რომლებიც არიან კულტურის სახლებში განთავსებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი არეგულირებდეს თეატრის მომიჯნავე სფეროებსაც, რომლებიც მიმართული უნდა იყვნენ იმისკენ, რომ საქართველოში ქართული თეატრი კიდევ უფრო განვითარდეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა ნაყოფიერი, საინტერესო და დისკუსიებით სავსე იყო. წულუკიანმა ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს, მათ შორის, პარლამენტის კულტურის კომიტეტს, რომლის წარმომადგენელი კულტურის სამინისტროს სამუშაო ჯგუფებში პირველივე დღიდან არის ჩართული.