ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან სტრატეგიული პარტნიორობა განიხილა

© Government of Georgiaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამართალდამცველი უწყებების ნაყოფიერ თანამშრომლობას.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობარია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან სულეიმან სოილუსთან შეხვედრისას.
შეხვედრაზე განიხილებოდა მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამართალდამცველი უწყებების ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც, საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი წინაპირობაა რეგიონში განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის მონაწილეობას ითვალისწინებს.
სულეიმან სოილუმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანისგან გულითადი მოკითხვა გადასცა.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0