https://sputnik-georgia.com/20220407/ceskom-shualeduri-archevnebis-shedegebi-sheajama-265820834.html
ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა
Sputnik საქართველო
ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. 07.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-07T18:35+0400
2022-04-07T18:35+0400
2022-04-07T21:56+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121124_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_bb19ccec0659d872f27358f5079beba5.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) შეაჯამა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები, რომელიც 2 აპრილს ჩატარდა, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.2 აპრილს გაიმართა რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები.შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატად არჩეულ იქნა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი, რომელმაც 34.333 ხმა (90,61%) მიიღო.რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მამუკა ტუსკაძემ პარტიიდან „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ მიიღო 2.634 ხმა (6,95%), ხოლო „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა კამალ მურადხანოვმა – 923 ხმა (2,44%).მისი თქმით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ განხორციელდა ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. ამასთან, ხელახლა გადაითვალა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგებიც.„ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა“, – განაცხადა იოსელიანმა.მისი ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის დარეგისტრირებული იყო 139.989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40.614-მა ამომრჩეველმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121124_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_38250a76339ac5cf6271a4c8bb30027d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა
18:35 07.04.2022 (განახლებულია: 21:56 07.04.2022) ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) შეაჯამა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები, რომელიც 2 აპრილს ჩატარდა, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
2 აპრილს გაიმართა რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატად არჩეულ იქნა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი, რომელმაც 34.333 ხმა (90,61%) მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მამუკა ტუსკაძემ პარტიიდან „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ მიიღო 2.634 ხმა (6,95%), ხოლო „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა კამალ მურადხანოვმა – 923 ხმა (2,44%).
„აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ განხორციელდა ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. ამასთან, ხელახლა გადაითვალა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგებიც.
„ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის დარეგისტრირებული იყო 139.989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40.614-მა ამომრჩეველმა.