ბათუმის საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა

© courtesy of Tbilisi Contemporary Balletბათუმის საზაფხულო თეატრი
ბათუმის საზაფხულო თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
ბათუმის მერიის ცნობით, საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 500 ათასამდე ლარს შეადგენს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა, იუწყება ბათუმის მერია.
რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა თეატრის ინტერიერი, განათებისა და გახმოვანების სისტემები. მოწესრიგდა შენობის გარე ფასადი. თეატრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 500 ათასამდე ლარს შეადგენს.
„უკვე დავასრულეთ ბათუმის საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია, რომელიც უმშვენიერესი ზღვისპირა ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სულ მალე როგორც ბათუმელები, ასევე ქალაქის სტუმრები შეძლებენ განახლებულ თეატრში, ახალ გარემოში საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებსა და კონცერტებზე დასწრებას“, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
არჩილ ჩიქოვანმა ახლად გარემონტებული საზაფხულო თეატრი დაათვალიერა. მან შეხვედრა გამართა საზაფხულო თეატრისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან, მიულოცა მათ განახლებული შენობა და წარმატებები უსურვა.
ყველა ახალი ამბავი
0