აბაშიძე: საქართველოს მიერ დარღვევების მტკიცებულებები უკრაინის მხარემ უნდა წარმოადგინოს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
უკრაინულმა მხარემ მტკიცებულებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს, განაცხადა დიპლომატმა.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა უკრაინის ხელისუფლების ბრალდებას კვალიფიციური პასუხი გასცეს, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„ამას გაეცა უკვე პასუხი. ძალიან კვალიფიცირებული პასუხი გაეცა ჩვენი შესაბამისი უწყებების მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს უკრაინის მხარემ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისი თქმით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს“ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში კონტრაბანდის შესატანად არ გამოიყენება.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ ბრალდების პასუხად უკრაინას მოუწოდა, თავად წარმოადგინოს მტკიცებულებები საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული საქონლის შეტანასთან დაკავშირებით. სუსმა უკრაინულ მხარეს შეახსენა ასევე, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა გათვალისწინებულია რიგი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბრალდებას „დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
ყველა ახალი ამბავი
0