https://sputnik-georgia.com/20220407/265822258.html
მეუფე შიო: ადამიანის გულში რომ შემოვიდეს ქრისტე, ამისთვის დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო
მეუფე შიო: ადამიანის გულში რომ შემოვიდეს ქრისტე, ამისთვის დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო
Sputnik საქართველო
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. 07.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-07T19:11+0400
2022-04-07T19:11+0400
2022-04-07T22:11+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250556531_0:11:3603:2038_1920x0_80_0_0_086f17815c45d5bef11390d85810c420.jpg
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. დღეს არის ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.პატრიარქის თანამოსაყდრემ მოუწოდა მრევლს, დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და ევედრონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა არ იყოს ადამიანებისთვის ამაო.„ყოველთვის ვევედროთ ამისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენშიც ჩაისახოს, ჩვენშიც აღორძინდეს უფალი იესო ქრისტე, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც უფალ იესო ქრისტესთან“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250556531_436:0:3167:2048_1920x0_80_0_0_50f9442c68e258fd2785748672513584.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
მეუფე შიო: ადამიანის გულში რომ შემოვიდეს ქრისტე, ამისთვის დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო
19:11 07.04.2022 (განახლებულია: 22:11 07.04.2022) ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. დღეს არის ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.
„ხარება – ეს არის დღე, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ქალწულს და ახარა მას, რომ მასზე გარდამოვა სულიწმინდა, თავის წიაღში ჩაისახება, მისგან იშვება მომავალი მხსნელი სოფლისა, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე... ადამიანი ირჩევს, მიიღოს თუ არა ეს ხარება, მიიღოს თუ არა თავის გულში ქრისტე, როგორც მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა", – განაცხადა მეუფე შიომ.
პატრიარქის თანამოსაყდრემ მოუწოდა მრევლს, დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და ევედრონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა არ იყოს ადამიანებისთვის ამაო.
„ყოველთვის ვევედროთ ამისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენშიც ჩაისახოს, ჩვენშიც აღორძინდეს უფალი იესო ქრისტე, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც უფალ იესო ქრისტესთან“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.