თურქეთიდან საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ბოლო ორ კვირაში თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა 200-ზე მეტი დასახელების, ჯამში 600 ათასზე მეტი კოლოფი მედიკამენტი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ პრეპარატების ფასები საშუალოდ 60-80%-ით შემცირდა.

„ეს არის მედიკამენტების ალტერნატიული ჩანაცვლება ზუსტად იგივე დასახელებებით, ან შემცვლელებით, რაც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა“, – განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელმაც თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მედიკამენტების იმპორტის პირობები უნდა გააუმჯობესოს.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების სიის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.
ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მოქალაქეებისთვის დიდი შვება იქნება. მისი თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასები აბსოლუტურად მიუღებელია, სწორედ ამიტომაც მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.
ყველა ახალი ამბავი
0