https://sputnik-georgia.com/20220406/sisxliani-garceva-laguna-verestan-yvela-braldebuli-patimrobasi-rceba-265798797.html
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: ყველა ბრალდებული პატიმრობაში რჩება
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: ყველა ბრალდებული პატიმრობაში რჩება
Sputnik საქართველო
მკვლელობისა და რამდენიმე ადამიანის დაჭრის ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული
2022-04-06T19:50+0400
2022-04-06T19:50+0400
2022-04-06T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824990_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_4f95e2bf09d4382618abed47867bfc4e.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, რამდენიმე კი დაშავდა. საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავეს.ერთ-ერთი დაკავებული – კობა მეტრეველი კონსტანტინე ქობულიას განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, ხოლო გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი და გიორგი პეტრუშკოვი – დანაშაულის შეუტყობინებლობაში. დაკავებულთაგან არცერთი ბრალს არ აღიარებს. ჯერჯერობით დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.მეტრეველის თქმით, ის კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის დაცვის თანამშრომელია და მისი დაცვა ევალებოდა. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბრალდებულს, მათ სასამართლოზე განაცხადეს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდა და ყველა ცდილობდა საკუთარი თავის დაცვას.პროკურორ გია შაიშმელაშვილის თქმით, ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტი არ ამოწურულა და არ არის გამორიცხული, რომ შურისძიების ახალი ფაქტები მოხდეს.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 4 მუხლით: „ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“ (109-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ“ (117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“ (376-ე მუხლის მეორე ნაწილი), „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“ (236-ე მუხლი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824990_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_d90d93c9f39934530ccb25d80098afcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სროლა გარჩევა „ლაგუნა ვერე“ ხუთი ბრალდებული პატიმრობა
სროლა გარჩევა „ლაგუნა ვერე“ ხუთი ბრალდებული პატიმრობა
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: ყველა ბრალდებული პატიმრობაში რჩება
19:50 06.04.2022 (განახლებულია: 22:39 06.04.2022) მკვლელობისა და რამდენიმე ადამიანის დაჭრის ბრალდებით სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, რამდენიმე კი დაშავდა. საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებული – კობა მეტრეველი კონსტანტინე ქობულიას განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, ხოლო გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი და გიორგი პეტრუშკოვი – დანაშაულის შეუტყობინებლობაში. დაკავებულთაგან არცერთი ბრალს არ აღიარებს. ჯერჯერობით დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.
მეტრეველის თქმით, ის კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის დაცვის თანამშრომელია და მისი დაცვა ევალებოდა. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბრალდებულს, მათ სასამართლოზე განაცხადეს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდა და ყველა ცდილობდა საკუთარი თავის დაცვას.
„აუცილებლად უნდა დამერეკა პოლიციაში, ახლა გეტყვით, რატომ ვერ დავრეკე. სიმაღლის შიში მაქვს და მე-4 სართულიდან გადმოვხტი, არაადამიანურ მდგომარეობაში ვიყავი. „კაპეზეში“ კი არა, ფსიქიატრიულში უნდა ვიყო, ისეთი რამ გამოვიარე“, – განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი გელოვანმა, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
პროკურორ გია შაიშმელაშვილის თქმით, ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტი არ ამოწურულა და არ არის გამორიცხული, რომ შურისძიების ახალი ფაქტები მოხდეს.
კიდევ ერთი ფიგურანტი გიორგი ქველიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული. მას პატიმრობა გუშინ შეეფარდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 4 მუხლით: „ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“ (109-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ“ (117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“ (376-ე მუხლის მეორე ნაწილი), „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“ (236-ე მუხლი).