მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუმინეთში რუსეთის საელჩოს ავტომობილი შეეჯახა - მძღოლი დაიღუპა: ვიდეო

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ღობეს ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი წაეკიდა, მძღოლი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Digi24.
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს თქმით, ავარია განზრახ იყო მოწყობილი. ტელეარხის ცნობით, ავტომობილი ძალიან სწრაფად მოძრაობდა, დაჯახების წინ კი მძღოლმა რაღაც დაუყვირა საელჩოს დაცვას.
მეხანძრეები ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ და ცეცხლი ჩააქრეს. ტერიტორიაზე მოძრაობა გადაიკეტა.
პორტალ G4media-ს ინფორმაციით, ავტომობილს ვინმე ბოგდან დრაგიჩი მართავდა, რომელსაც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 15 წლით პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვანთა გაუპატიურებისა და გარყვნისათვის.
სიკვდილის წინ მან სოციალურ ქსელებში პოსტი დაწერა:

„მეც უკრაინელი ვარ! შესანიშნავი იქნებოდა, რომ ყველა ჩვენგანი უკრაინელებად მიგვეჩნია მანამ, სანამ არ დასრულდება საშინელი ომი, რომელიც კაცობრიობას დაღუპვით ემუქრება!“

საზღვარგარეთ რუსეთის საელჩოებზე თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო 24 თებერვალს. მანამდე მსგავსი შემთხვევა მოხდა ჰოლანდიასა და ირლანდიაში, სადაც რუსეთის საელჩოებს დაესხნენ თავს, ხოლო საფრანგეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ შენობაზე მიიტანეს შეტევა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ვილნიუსში რუსი დიპლომატის ცემისა და პარიზში „რუსეთის სახლზე“ თავდასხმის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0