საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის ემზადება

© Georgian Football Federation
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეხუთე შეხვედრას შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 7 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყება.
გიორგი ჩხაიძის მიერ გაწვრთნილი გუნდი შვედეთთან შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. საქართველოს ნაკრები აღნიშნული მატჩის შემდეგ 12 აპრილს ფინეთთან სტუმრად ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ქალთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და მეკარეებთან მუშაობს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე აკაკი დევაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული მატჩებისთვის:
მეკარე: თეონა სუხაშვილი („სივასპორი“, თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“, საქართველო), სვეტლანა გაბელაია („ნიკე“, საქართველო)
დაცვა: ნინო სუთიძე („კვარტალი“, საქართველო), თამარ ტატუაშვილი („ამორა“, პორტუგალია), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“, საქართველო), თამარ ქველიძე („კარლსრუე“, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი („სივასპორი“, თურქეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („დინამო“, საქართველო), მეგი ეჯიბია („სივასპორი“, თურქეთი), სოფო ნარსია („ლანჩხუთი“, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი („დინამო“, საქართველო), ანა წულაია („კოლხეთი“, საქართველო), მეგი გოცირიძე („ლანჩხუთი“, საქართველო), ნინო ჩანგელია („დინამო“, საქართველო), ნათია დანელია („სოგდიანა“, უზბეკეთი), ანასტასია ბოლქვაძე („ლანჩხუთი“, საქართველო), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი“, საქართველო), ანა ჩემინავა („ფომგეთ გენჩლიკი“, თურქეთი), ტატიანა მატვეევა („კრივბასი“, კრივოი როგი, უკრაინა), გვანცა დოლიძე („კვარტალი“, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე („დინამო“, საქართველო), ხატია ჭყონია („ლანჩხუთი“, საქართველო).
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. გიორგი ჩხაიძის გუნდს ოთხი შეხვედრიდან ოთხივე წაგება აქვს. აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჯერ გოლი არ გაუტანია.
ყველა ახალი ამბავი
0