Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა...“ - როგორ სთხოვა დათო ხუჯაძემ ცოლს ხელი

© courtesy of Eka Dalaqishviliეკა დალაქიშვილი
ეკა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
დათო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ მეორე ცოლი მოიყვანა.
მომღერალი დათო ხუჯაძე შარშან მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ლოტბარი ეკა დალაქიშვილი გახდა. ახალ ოჯახს დიდი ბედნიერება ეწვია, როცა რამდენიმე თვის წინ გოგონა ილა შეეძინათ. მომღერალს პირველი ქორწინებიდან ნათია ონიანთან ასევე გოგონა ჰყავს - მელანო, თუმცა მასთან ურთიერთობის საშუალება ნაკლებად აქვს.
დათოს მეუღლე ეკა დალაქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, როგორ სთხოვა ხელი რჩეულმა.
დათო ხუჯაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
ყვითელი ამბები
დათო ხუჯაძის გოგონა სამი თვის გახდა - ნახეთ ვის ჰგავს ბავშვი - ფოტოები
მისი თქმით, დათო საზღვარგარეთ იყო წასული და რამდენიმე თვე არ ჰყავდა ნანახი. მეგობრისთვის უკითხავს მისი თითის ზომა, ბეჭედი შეუძენია და რომ დაბრუნდა და შეხვდნენ, პატარა ყუთი გაუწოდა.

„გავხსენი და ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი დამხვდა, მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ვერ მივხვდი, ეს მხოლოდ საჩუქარი იყო თუ კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეტყობა იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა და მითხრა: კი, ეს იმას ნიშნავს, რასაც შენ ფიქრობ – მინდა ჩემი მეუღლე იყოო. აღმოჩნდა, რომ დროს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება დიდი ხანი იცნობდე ადამიანს და ვერ ამოიცნო, ან მოკლე პერიოდში მიხვდე, რომ ეს ის არის“, – ამბობს ეკა.

ყველა ახალი ამბავი
0