„ზღვარს გადააბიჯეს": მმართველი პარტიის დეპუტატი უკრაინის ბრალდებებზე

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები პარლამენტის სხდომაზე
დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
დავითულიანმა უკრაინის ხელისუფლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვაში დაადანაშაულა.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. უკრაინულმა მხარემ ურთიერთობებში იმ ზღვარს გადააბიჯა, რის შემდეგაც საჭიროა ან ბოდიში, ან მტკიცებულებები, განაცხადა პარლამენტის წევრმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ბექა დავითულიანმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა კი მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება, რომ ისინი ამას არ აკეთებენ“.

„ეს არის ის ზღვარი და წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლებამ ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, ან ბოდიში მოიხადოს და განმარტოს, რატომ გაავრცელა ასეთი პროვოკაციული ინფორმაცია“, – განაცხადა დავითულიანმა.

მან უკრაინის ხელისუფლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვაში დაადანაშაულა. ამ პროცესში დავითულიანმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა შესაძლო ზეგავლენაზე გააკეთა აქცენტი, რომელთა წინააღმდეგაც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, უკრაინაში კი მაღალ თანამდებობას იკავებენ.
„ახლა ისინი თუ გავლენას ახდენენ მათ ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე, ეს არა ჩვენი, არამედ მათი პრობლემაა“, – აღნიშნა დავითულიანმა.
ბრალდებებზე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის აუცილებლობაზე საუბრობს პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიაც.
„რაც შეხება მტკიცებულებების წარმოდგენას, იმის დადასტურება, რომ შენ უდანაშაულო ხარ, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე იმის დადასტურება, რომ ვიღაც დამნაშავეა. აქედან გამომდინარე, თუ შენ ვიღაცას რაღაცას აბრალებ, მტკიცებულებები შენ უნდა წარმოადგინო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას მმართველი პარტია ყოფილი მაღალჩინოსნების მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას უკავშირებს.
ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ადეიშვილი – უკრაინის გენპროკურორის მრჩეველი, თავად სააკაშვილი კი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთი საბაბი გახდა საქართველოს ხელისუფლების უარი შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, რასაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა მოჰყვა.
ყველა ახალი ამბავი
0