https://sputnik-georgia.com/20220406/iwyeba-metexis-xidis-sruli-reabilitacia-265781125.html
იწყება მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია
იწყება მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია
Sputnik საქართველო
სამუშაოების დასრულების შემდეგ მეტეხის ხიდი მოწესრიგებული იქნება, აღნიშნა თბილისის მერმა. 06.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-06T14:14+0400
2022-04-06T14:14+0400
2022-04-06T19:04+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905436_0:119:3000:1807_1920x0_80_0_0_c50f67eedc1ca36472db41e1a214bbea.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება.მისი თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. სამუშაოები დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დაიწყება.„სამუშაოების დასრულების შემდეგ მეტეხის ხიდი ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.კალაძის თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია მოსახლეობას წინასწარ მიაწვდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905436_0:0:2568:1926_1920x0_80_0_0_d004d97daf0c27b7ce74fc50871d3a47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
იწყება მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია
14:14 06.04.2022 (განახლებულია: 19:04 06.04.2022) სამუშაოების დასრულების შემდეგ მეტეხის ხიდი მოწესრიგებული იქნება, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება.
„თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. დედაქალაქში გვაქვს ხიდები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე კი მეტეხის ხიდით ვიწყებთ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. სამუშაოები დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დაიწყება.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ მეტეხის ხიდი ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია მოსახლეობას წინასწარ მიაწვდის.