https://sputnik-georgia.com/20220406/bucha-da-koncentrirebuli-boroteba-265778780.html
ბუჩა და კონცენტრირებული ბოროტება: ბოლო არგუმენტი რუსების წინააღმდეგ
ბუჩა და კონცენტრირებული ბოროტება: ბოლო არგუმენტი რუსების წინააღმდეგ
Sputnik საქართველო
პიოტრ აკოპოვი 06.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-06T11:50+0400
2022-04-06T11:50+0400
2022-04-06T16:31+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265759152_0:72:1301:803_1920x0_80_0_0_ca9531c8b825a54da91b2d1336623a2d.jpg
პიოტრ აკოპოვიუკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მეორმოცე დღეს მოხდა ის, რაც დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი: გავრცელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სიმხეცეების კადრები. ფოტოებზე აღბეჭდილია პატარა ქალაქ ბუჩას (კიევის ოლქი) ქუჩებში დატოვებული ცხედრები, დახოცილი, ხელებშეკრული ადამიანები, ორმოებში ჩაყრილი გვამები... რუსულმა ჯარმა ბუჩა რამდენიმე დღის წინ დატოვა და მათი წასვლის შემდეგ ქალაქის მერს არაფერი უთქვამს ქუჩებში დაყრილ ცხედრებზე. მაგრამ ეს არავის აღელვებს, ისევე, როგორც ის, რომ რუსული არმიის წასვლის შემდეგ ქალაქში შევიდნენ უკრაინული ნაწილები. ვინ, როდის და ვის ესროლა და მოკლა – ამის გარკვევას ახლა უკრაინაში არავინ დაიწყებს.რადგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დაადანაშაულა რუსეთი – დაადანაშაულა გენოციდში და განაცხადა: „ჩვენს მიწაზე იყო კონცენტრირებული ბოროტება. მკვლელები. ჯალათები. მოძალადეები. მაროდიორები. რომლებიც თავს არმიას უწოდებენ... ისინი ხოცავდნენ შეგნებულად და სიამოვნებით... რადგან ასეთია რუსი ჯარისკაცების ბუნება, რომლებიც ჩვენს მიწაზე მოვიდნენ“.საშინელმა კადრებმა მაშინვე მოიარა მთელი დასავლური მასმედია, თანაც ახალ სრებრენიცაზე მითითებით (1995 წელს რამდენიმე ათასი ბოსნიელი მუსულმანის გენოციდი, რომელიც სერბებს მიეწერება), და დასავლელი პოლიტიკოსების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. საჭიროა ახალი სანქციები, განაცხადეს ბერლინში; რუსულ ჯარს შიმშილით ამოვხდით სულს, აცხადებს ბორის ჯონსონი. ევროკომისია გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის, ჯო ბაიდენი კი ამბობს, რომ იგი ტყუილად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ვლადიმირ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა.„ის – სამხედრო დამნაშავეა. მაგრამ ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია, მოვამარაგოთ უკრაინა იარაღით, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა, მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ეს იყოს ნამდვილი სასამართლო საქმე სამხედრო დანაშაულზე. ეს კაცი – ბარბაროსია. ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია. და ეს ყველამ ნახა. ვფიქრობ, ეს სამხედრო დანაშაულია. მე ახალი სანქციების დაწესებას გავაგრძელებ“.ყველაზე შორს, რა თქმა უნდა, პოლონელები წავიდნენ. პრემიერმა მორავეცკიმ რუსეთს ტოტალიტარულ-ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, ბუჩაში მომხდარს კი – გენოციდი:„რუსულ საზოგადოებას მკაცრი სანქციები უნდა დაეკისროს: აიკრძალოს რუსებისთვის ვიზების გაცემა, გარდა ჰუმანიტარული ვიზებისა მათთვის, ვინც ამ ფაშისტურ ქვეყანას გაურბის. ჩვენ შემოგთავაზეთ სანქციები „ედინაია როსიას“, პუტინის პარტიის ყველა წევრისთვის, რათა პასუხი აგოს არა მხოლოდ მან, არამედ ყველამ, ვინც ირჩევს და მხარს უჭერს პუტინს. ჩვენ შემოგთავაზეთ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის რადიკალური გეგმა. მოვუწოდებთ ყველა ევროპელ ლიდერს – გააკეთეთ ეს რაც შეიძლება სწრაფად, ნუ გეშინიათ!“„ევროპაში სიტუაცია მეტად მარტივია. ყველაფერი სამიტებზე ჩანს. გერმანია – მკაცრი სანქციების მთავარი მუხრუჭია... ბატონო მაკრონ, რამდენჯერ გამართეთ მოლაპარაკება პუტინთან? რას მიაღწიეთ? რაიმე აიცილეთ თავიდან? დამნაშავეებთან მოლაპარაკებებს არ მართავენ, დამნაშავეებთან ბრძოლაა საჭირო“.მაგრამ ბერლინსა და პარიზში არ უნდათ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკის დასამარება. იმავე მაკრონს არ სურს ევროპის გადაქცევა ანგლოსაქსების მარიონეტად.ზელენსკი ამბობს: „არსებობს უკრაინელი ხალხის სტანდარტები. და არსებობს რუსი ოკუპანტების სტანდარტები. ესაა სიკეთე და ბოროტება. ესაა ევროპა და შავი ხვრელი, რომელსაც უნდა ამ ყველაფრის დაგლეჯვა და გადაყლაპვა“.სხვაგვარად – რუსები ადამიანები არ არიან, მათ ადამიანური სახე დაკარგეს, რუსეთი კი შავი ხვრელია, აბსოლუტური ბოროტებაა, რომელსაც უკრაინისა და მთელი ევროპის ჩაყლაპვა უნდა. ამას ამბობს ზელენსკი და მას მხარს უბამს მორავეცკი. აბსოლუტურად ნაცისტური ფორმულირება, მაგრამ ამას ახლა ვერავინ შეამჩნევს, ეს არავის აღელვებს.ევროპას, ისევე, როგორც მთელ დასავლეთს, აბსოლუტურად არ აინტერესებს ბოლო ორმოცი დღის მსხვერპლი.უკრაინაში უკვე დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი – თითქმის 1,5 ათასი რუსი ჯარისკაცი და დაახლოებით ამდენივე დონეცკისა და ლუგანსკის ჯარისკაცი, და 20 ათასამდე უკრაინის მხრიდან (მათ შორის, 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე). ანუ ამ სამოქალაქო ომში, და ის სამოქალაქოა, თუნდაც ორი სახელმწიფოს კონფლიქტის ფორმით, უკვე დაიღვარა ბევრი რუსული სისხლი (ის იღვრება ორივე მხრიდან). ეს დიდი ტრაგედიაა რუსებისთვის.დასავლეთი სულაც არ ნანობს, რომ გამოიყენა უკრაინა რუსეთთან ბრძოლისთვის, რომ გააღვივა ანტირუსეთი. ანგლოსაქსებისთვის რუსები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან, თითქმის ისე, როგორც ერაყელები ან იემენელები, სომალიელები ან ავღანელები, ერთადერთი განსხვავებით – რუსები უფრო ახლოს ცხოვრობენ და თეთრები არიან.რუსების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად ისედაც საკმარისი საბაბი არსებობს: რუსეთმა დაიწყო საბრძოლო მოქმედება, ბომბავს სამხედრო ობიექტებს, მაგრამ ამასთან, სამწუხაროდ, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, დაკავებულ ქალაქებში არის პარტიზანული მოძრაობის და დივერსიის მცდელობები, რომლებზე პასუხსაც რუსები, რა თქმა უნდა, მკაცრად სცემენ. მარიუპოლის შტურმის დროს კი ბევრი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. მაგრამ არა – საჭიროა სამშობიარო სახლზე, თეატრზე, საცხოვრებელ კვარტლებზე შეგნებული თავდასხმების გამოგონება. ახლა კი ბუჩა ქუჩაში დაყრილი ცხედრებით. ვინ დახოცა? რასაკვირველია, რუსებმა. თუმცა უფრო დასაშვებია, რომ ისინი დახოცილიყვნენ ქალაქში დაბრუნებული უკრაინული რაზმების ხელით, რომლებიც კოლაბორაციონისტებს გაუსწორდნენ, ანუ იმათ, ვინც ეხმარებოდა ან უბრალოდ ესაუბრებოდა რუსულ არმიას. მაგრამ დასავლეთისთვის ამის ახსნას აზრი არ აქვს.რუსეთისთვის ეს სამოქალაქო ომია, დასავლეთისთვის კი უბრალოდ „რუსი სისხლიმსმელის“ ჩვეული ძველი სახის დაბრუნება, რომელიც აუცილებელია – საკუთარი მოსახლეობის მოსამზადებლად მათთან ბრძოლისთვის, ეკონომიკური ბრძოლისთვის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265759152_66:0:1233:875_1920x0_80_0_0_33241b4f9b2b4b11330f836904eb8b6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მეორმოცე დღეს მოხდა ის, რაც დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი: გავრცელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სიმხეცეების კადრები. ფოტოებზე აღბეჭდილია პატარა ქალაქ ბუჩას (კიევის ოლქი) ქუჩებში დატოვებული ცხედრები, დახოცილი, ხელებშეკრული ადამიანები, ორმოებში ჩაყრილი გვამები... რუსულმა ჯარმა ბუჩა რამდენიმე დღის წინ დატოვა და მათი წასვლის შემდეგ ქალაქის მერს არაფერი უთქვამს ქუჩებში დაყრილ ცხედრებზე. მაგრამ ეს არავის აღელვებს, ისევე, როგორც ის, რომ რუსული არმიის წასვლის შემდეგ ქალაქში შევიდნენ უკრაინული ნაწილები. ვინ, როდის და ვის ესროლა და მოკლა – ამის გარკვევას ახლა უკრაინაში არავინ დაიწყებს.
რადგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დაადანაშაულა რუსეთი – დაადანაშაულა გენოციდში და განაცხადა: „ჩვენს მიწაზე იყო კონცენტრირებული ბოროტება. მკვლელები. ჯალათები. მოძალადეები. მაროდიორები. რომლებიც თავს არმიას უწოდებენ... ისინი ხოცავდნენ შეგნებულად და სიამოვნებით... რადგან ასეთია რუსი ჯარისკაცების ბუნება, რომლებიც ჩვენს მიწაზე მოვიდნენ“.
საშინელმა კადრებმა მაშინვე მოიარა მთელი დასავლური მასმედია, თანაც ახალ სრებრენიცაზე მითითებით (1995 წელს რამდენიმე ათასი ბოსნიელი მუსულმანის გენოციდი, რომელიც სერბებს მიეწერება), და დასავლელი პოლიტიკოსების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. საჭიროა ახალი სანქციები, განაცხადეს ბერლინში; რუსულ ჯარს შიმშილით ამოვხდით სულს, აცხადებს ბორის ჯონსონი. ევროკომისია გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის, ჯო ბაიდენი კი ამბობს, რომ იგი ტყუილად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ვლადიმირ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა.
„ის – სამხედრო დამნაშავეა. მაგრამ ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია, მოვამარაგოთ უკრაინა იარაღით, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა, მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ეს იყოს ნამდვილი სასამართლო საქმე სამხედრო დანაშაულზე. ეს კაცი – ბარბაროსია. ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია. და ეს ყველამ ნახა. ვფიქრობ, ეს სამხედრო დანაშაულია. მე ახალი სანქციების დაწესებას გავაგრძელებ“.
ყველაზე შორს, რა თქმა უნდა, პოლონელები წავიდნენ. პრემიერმა მორავეცკიმ რუსეთს ტოტალიტარულ-ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, ბუჩაში მომხდარს კი – გენოციდი:
„რუსულ საზოგადოებას მკაცრი სანქციები უნდა დაეკისროს: აიკრძალოს რუსებისთვის ვიზების გაცემა, გარდა ჰუმანიტარული ვიზებისა მათთვის, ვინც ამ ფაშისტურ ქვეყანას გაურბის. ჩვენ შემოგთავაზეთ სანქციები „ედინაია როსიას“, პუტინის პარტიის ყველა წევრისთვის, რათა პასუხი აგოს არა მხოლოდ მან, არამედ ყველამ, ვინც ირჩევს და მხარს უჭერს პუტინს. ჩვენ შემოგთავაზეთ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის რადიკალური გეგმა. მოვუწოდებთ ყველა ევროპელ ლიდერს – გააკეთეთ ეს რაც შეიძლება სწრაფად, ნუ გეშინიათ!“
„ევროპაში სიტუაცია მეტად მარტივია. ყველაფერი სამიტებზე ჩანს. გერმანია – მკაცრი სანქციების მთავარი მუხრუჭია... ბატონო მაკრონ, რამდენჯერ გამართეთ მოლაპარაკება პუტინთან? რას მიაღწიეთ? რაიმე აიცილეთ თავიდან? დამნაშავეებთან მოლაპარაკებებს არ მართავენ, დამნაშავეებთან ბრძოლაა საჭირო“.
მაგრამ ბერლინსა და პარიზში არ უნდათ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკის დასამარება. იმავე მაკრონს არ სურს ევროპის გადაქცევა ანგლოსაქსების მარიონეტად.
ზელენსკი ამბობს: „არსებობს უკრაინელი ხალხის სტანდარტები. და არსებობს რუსი ოკუპანტების სტანდარტები. ესაა სიკეთე და ბოროტება. ესაა ევროპა და შავი ხვრელი, რომელსაც უნდა ამ ყველაფრის დაგლეჯვა და გადაყლაპვა“.
სხვაგვარად – რუსები ადამიანები არ არიან, მათ ადამიანური სახე დაკარგეს, რუსეთი კი შავი ხვრელია, აბსოლუტური ბოროტებაა, რომელსაც უკრაინისა და მთელი ევროპის ჩაყლაპვა უნდა. ამას ამბობს ზელენსკი და მას მხარს უბამს მორავეცკი. აბსოლუტურად ნაცისტური ფორმულირება, მაგრამ ამას ახლა ვერავინ შეამჩნევს, ეს არავის აღელვებს.
ევროპას, ისევე, როგორც მთელ დასავლეთს, აბსოლუტურად არ აინტერესებს ბოლო ორმოცი დღის მსხვერპლი.
უკრაინაში უკვე დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი – თითქმის 1,5 ათასი რუსი ჯარისკაცი და დაახლოებით ამდენივე დონეცკისა და ლუგანსკის ჯარისკაცი, და 20 ათასამდე უკრაინის მხრიდან (მათ შორის, 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე). ანუ ამ სამოქალაქო ომში, და ის სამოქალაქოა, თუნდაც ორი სახელმწიფოს კონფლიქტის ფორმით, უკვე დაიღვარა ბევრი რუსული სისხლი (ის იღვრება ორივე მხრიდან). ეს დიდი ტრაგედიაა რუსებისთვის.
დასავლეთი სულაც არ ნანობს, რომ გამოიყენა უკრაინა რუსეთთან ბრძოლისთვის, რომ გააღვივა ანტირუსეთი. ანგლოსაქსებისთვის რუსები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან, თითქმის ისე, როგორც ერაყელები ან იემენელები, სომალიელები ან ავღანელები, ერთადერთი განსხვავებით – რუსები უფრო ახლოს ცხოვრობენ და თეთრები არიან.
რუსების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად ისედაც საკმარისი საბაბი არსებობს: რუსეთმა დაიწყო საბრძოლო მოქმედება, ბომბავს სამხედრო ობიექტებს, მაგრამ ამასთან, სამწუხაროდ, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, დაკავებულ ქალაქებში არის პარტიზანული მოძრაობის და დივერსიის მცდელობები, რომლებზე პასუხსაც რუსები, რა თქმა უნდა, მკაცრად სცემენ. მარიუპოლის შტურმის დროს კი ბევრი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. მაგრამ არა – საჭიროა სამშობიარო სახლზე, თეატრზე, საცხოვრებელ კვარტლებზე შეგნებული თავდასხმების გამოგონება. ახლა კი ბუჩა ქუჩაში დაყრილი ცხედრებით. ვინ დახოცა? რასაკვირველია, რუსებმა. თუმცა უფრო დასაშვებია, რომ ისინი დახოცილიყვნენ ქალაქში დაბრუნებული უკრაინული რაზმების ხელით, რომლებიც კოლაბორაციონისტებს გაუსწორდნენ, ანუ იმათ, ვინც ეხმარებოდა ან უბრალოდ ესაუბრებოდა რუსულ არმიას. მაგრამ დასავლეთისთვის ამის ახსნას აზრი არ აქვს.
რუსეთისთვის ეს სამოქალაქო ომია, დასავლეთისთვის კი უბრალოდ „რუსი სისხლიმსმელის“ ჩვეული ძველი სახის დაბრუნება, რომელიც აუცილებელია – საკუთარი მოსახლეობის მოსამზადებლად მათთან ბრძოლისთვის, ეკონომიკური ბრძოლისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე