აზერბაიჯანმა საქართველოს საზღვარზე გამშვები პუნქტები განსაზღვრა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველო - აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
საქართველო - აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
საერთო ჯამში, საავტომობილო ტრანსპორტისთის ხუთი გამშვები პუნქტი განისაზღვრა, ხოლო რკინიგზაზე - ერთი
თბილისი 5 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის ექვსი გამშვები პუნქტი განისაზღვრა.
ეს საკითხი აისახა კანონპროექტში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარზე გამშვებ პუნქტებზე შეთანხმების დამტკიცების შესახებ“, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 5 აპრილს განიხილეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
კანონპროექტის მიხედვით, ეს არის შემდეგი გამშვები პუნქტები:
რკინიგზა:
„ბეიუქ-ყიასიკი“ (აზერბაიჯანი) – „გარდაბანი" (საქართველო)
საავტომობილო:
„წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანი) – „წითელი ხიდი“ (საქართველო);
„მაზიმგარა" (აზერბაიჯანი) – „ცოდნა" (საქართველო);
„იპეკ იოლუ" (აზერბაიჯანი) – „აბრეშუმის გზა" (საქართველო);
„სადახლო“ (აზერბაიჯანი) – „ვახტანგისი“ (საქართველო)
„მუღანლი" (აზერბაიჯანი) – „სამთაწყარო" (საქართველო).
დოკუმენტის მიხედვით, მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ცალკეული ოქმებით განსაზღვრავენ სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გამოყენების პრინციპებს საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში, რომლებიც გადაადგილდებიან ერთობლივ გამშვებ პუნქტზე „იპეკ იოლუ“ - „აბრეშუმის გზა“.
განხილვის შემდეგ კანონპროექტი გაიტანეს კენჭისყრაზე, რომლის შედეგადაც ის დამტკიცდა.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი.
ყველა ახალი ამბავი
0