Vogue Deutsch-ის გარეკანზე მოდელი ქართული ბრენდის ყელსაბამით გამოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashvili Situationist-ის ახალი კოლექცია
 Situationist-ის ახალი კოლექცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
ერთ-ერთ ფოტოზე გოგონა გამოწყობილია Situationist-ის შავ მომდგარ კაბაში, რომელიც ეფექტურად უსვამს ხაზს სხეულს.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ჟურნალ Vogue-ის გერმანული ვერსიის აპრილის გარეკანზე გერმანელი რეპერი გოგონა Badmómzjay ქართული ბრენდი Situationist-ის ყელსაბამით გამოჩნდა.
ფოტოებზე Badmómzjay-ს ამშვენებს ქართული ბრენდის ვერცხლის კოლიე, რომელიც ჯვრებისგან შედგება.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში რეპერის სხვა ფოტოებიცაა. ერთ-ერთ ფოტოზე გოგონა Situationist-ის შავ მომდგარ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც ეფექტურად უსვამს ხაზს არტისტის სხეულს.
© AFP 2024 / TIZIANA FABIდიზაინერი ირაკლი რუსაძე
Дизайнер Ираклий Русадзе - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
დიზაინერი ირაკლი რუსაძე
ქართული ბრენდი Situationist, რომელიც შექმნეს დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ, ცნობილია სამოსზე ქართული სიმბოლიკის გამოყენებით. მათი შემოქმედება უკვე შეაფასა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელსაც არაერთხელ წარმოუდგენია Situationist-ის სამოსი, ასევე კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.
ერთ-ერთ ნომერში ჟურნალმა Vogue მოაწყო ქართული ბრენდის განხილვა, სადაც Situationist დემნა გვასალიას Vetements-ის ესთეტიკას შეადარა. მასში იგრძნობა მეამბოხე სული, ავანგარდის და თავისუფლების ჰანგები, წერია სტატიაში.
ამ დროისათვის ბრენდი Situationist-ის ახალი მოდელების შექმნაზე მუშაობას მხოლოდ ირაკლი რუსაძე განაგრძობს.
წყარო - ჟურნალი Vogue
ყველა ახალი ამბავი
0