https://sputnik-georgia.com/20220405/tea-wulukiani-goris-teatrs-estumra-265760263.html
თეა წულუკიანი გორის დრამატულ თეატრს ესტუმრა
თეა წულუკიანი გორის დრამატულ თეატრს ესტუმრა
Sputnik საქართველო
კულტურის მინისტრი გორის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა და თეატრში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T17:16+0400
2022-04-05T17:16+0400
2022-04-05T22:20+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265754547_0:149:1681:1094_1920x0_80_0_0_0c3dc5754f2934c756c2558484a8cb78.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა და თეატრში არსებულ ვითარებას გაეცნო.მინისტრმა თეატრის შენობა სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან გიორგი ბოცვაძესთან ერთად დაათვალიერა; თეა წულუკიანი ასევე თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობთა დასს შეხვდა.შეხვედრისას მინისტრმა შემოქმედებით პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გორის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსგან სრული ნდობა გააჩნია. გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2022 წლის მარტში, კონკურსის შედეგად, ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე დაინიშნა.მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, სამინისტრო შესაბამის თანხებს მოიძიებს, რათა მიმდინარე წელს დაფინანსდეს თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის შესაბამისად მომავალ წლებში ყველაფერი გაკეთდება უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის გადასარჩენად.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265754547_67:0:1560:1120_1920x0_80_0_0_81e6d4fdc3fa9a8751aa4fa4d698d352.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, ქართლი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, ქართლი
თეა წულუკიანი გორის დრამატულ თეატრს ესტუმრა
17:16 05.04.2022 (განახლებულია: 22:20 05.04.2022) კულტურის მინისტრი გორის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა და თეატრში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა და თეატრში არსებულ ვითარებას გაეცნო.
მინისტრმა თეატრის შენობა სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან გიორგი ბოცვაძესთან ერთად დაათვალიერა; თეა წულუკიანი ასევე თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობთა დასს შეხვდა.
შეხვედრისას მინისტრმა შემოქმედებით პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გორის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსგან სრული ნდობა გააჩნია. გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2022 წლის მარტში, კონკურსის შედეგად, ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე დაინიშნა.
„რასაკვირველია, ჩვენ გამოვიყენებთ აქ არსებულ შემოქმედებით-საკადრო რესურსს, მიუხედავად ასაკისა, და ეს თეატრი ღია დარჩება ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იქნება არა ასაკი, არამედ ნიჭი და ის სერიოზულობა, რომლითაც თითოეული შემოქმედი ადამიანი უდგება ქართული თეატრის განვითარებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, სამინისტრო შესაბამის თანხებს მოიძიებს, რათა მიმდინარე წელს დაფინანსდეს თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის შესაბამისად მომავალ წლებში ყველაფერი გაკეთდება უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის გადასარჩენად.