თბილისში კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
სხდომაზე საბჭოს წევრებმა დეპუტატებს გაუზიარეს საკუთარი ხედვა კულტურის სფეროს განვითარების შესახებ.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. კულტურის სფეროში არსებული გამოწვევები კულტურის საპარლამენტო კომიტეტისა და სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა დეპუტატებს გაუზიარეს საკუთარი ხედვა კულტურის სფეროს განვითარების შესახებ. მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ზურაბ ოდიშარიამ ისაუბრა სხვადასხვა, მათ შორის, რეგიონული პროექტების აღდგენის მნიშვნელობაზე.
მხატვარი პაატა ნაცვლიშვილი შეეხო გამოწვევებს, რომლებსაც საქართველოში მემორიალური ძეგლები და დაფები აწყდება, ასევე მუზეუმების პრობლემებს და თბილისში ტურისტული ღირსშესანიშნაობების ნაკლებობას.
დეპუტატებმა, თავის მხრივ, აზრი გამოთქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის სფეროს დაფინანსების სისტემაზე და კულტურის ორგანიზების სისტემაზე.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საბჭოს წევრები თემატურად იმუშავებენ და განიხილავენ სხვადასხვა იდეებსა და ინიციატივებს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე განხილულ გამოწვევებს უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0