საქართველოში ორი მდინარე კალმახის ქვირითით დათევზიანდა

© Pixabay / monika1607კალმახი
კალმახი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდინარეები ოცხე და ბარათხევი კალმახის 60 ათასამდე ქვირითით დაათევზიანეს.
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს.
ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.
დადგინდა თევზის ჭერის კვოტები შავ ზღვაში>>>
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში მარტივად ახდენს ადაპტაციას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.
სააგენტოს საშენში მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ყოველწლიურად ხდება, რაც მიზნად ისახავს საქართველოს წითელ ნუსხაში შემავალი სახეობის აღდგენას.
ყველა ახალი ამბავი
0