https://sputnik-georgia.com/20220405/saqartvelom-pfizer-vaqcinebi-miigo-265763447.html
საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის დამატებითი დოზები მიიღო
საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის დამატებითი დოზები მიიღო
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველომ კომპანია Pfizer-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი პარტია - ამჯერად 250 ათასი დოზა მიიღო, განაცხადა... 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T16:56+0400
2022-04-05T16:56+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_0:121:3213:1928_1920x0_80_0_0_aa8088c22a3c2b716a591f3d1e5b3750.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველომ კომპანია Pfizer-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი პარტია - ამჯერად 250 ათასი დოზა მიიღო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში გასული წლის 25 მარტს შემოვიდა, პრეპარატით ვაქცინაცია კი 2021 წლის 30 მარტს დაიწყო. მარტის ბოლოს ქვეყანაში შემოტანილ ვაქცინას ვადა გაუვიდა და დაახლოებით 400 ათასი დოზა გამოუყენებელი დარჩა.2021 წელს საქართველომ სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 მლნ ვაქცინის მობილიზება შეძლო, მათგან 2 მლნ დოზაზე მეტი Pfizer-ი იყო. 1 მლნ დოზა სახელმწიფომ შეისყიდა, ნახევარი მილიონი აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო, რის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნებიდან კიდევ ორი დონაცია განხორციელდა.ამ დროისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია ჩინური Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების დაახლოებით 600 ათასი დოზა, რომელთაც ვადა 2023 წლის ივლისამდე აქვთ.გაბუნიამ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, სასურველია ზაფხულის შუა რიცხვებამდე მოსახლეობის 65% იყოს ვაქცინირებული. ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა, პრეპარატით მომარაგების პროცესი კვლავ გაგრძელდება და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება, დასძინა მან.„ჯამში 1 მლნ დოზა Pfizer-ი გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის მანძილზე ეტაპობრივად შემოვა. დღეს აღნიშნული პრეპარატის 25% მივიღეთ და პროცესი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა გაბუნიამ.მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.5 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.862.482 აცრა. აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.257.404 ადამიანი, ბუსტერ-დოზა ჩატარებული აქვს 239.892 პირს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_241:0:2972:2048_1920x0_80_0_0_accf40acb8384848106ec82100ecc6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველომ კომპანია Pfizer-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი პარტია - ამჯერად 250 ათასი დოზა მიიღო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში გასული წლის 25 მარტს შემოვიდა, პრეპარატით ვაქცინაცია კი 2021 წლის 30 მარტს დაიწყო. მარტის ბოლოს ქვეყანაში შემოტანილ ვაქცინას ვადა გაუვიდა და დაახლოებით 400 ათასი დოზა გამოუყენებელი დარჩა.
2021 წელს საქართველომ სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 მლნ ვაქცინის მობილიზება შეძლო, მათგან 2 მლნ დოზაზე მეტი Pfizer-ი იყო. 1 მლნ დოზა სახელმწიფომ შეისყიდა, ნახევარი მილიონი აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო, რის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნებიდან კიდევ ორი დონაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია ჩინური Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების დაახლოებით 600 ათასი დოზა, რომელთაც ვადა 2023 წლის ივლისამდე აქვთ.
„საქართველოში Pfizer-ის ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მისი განაწილება კოვიდ-ცენტრებში და განახლდება აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, სასურველია ზაფხულის შუა რიცხვებამდე მოსახლეობის 65% იყოს ვაქცინირებული. ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა, პრეპარატით მომარაგების პროცესი კვლავ გაგრძელდება და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება, დასძინა მან.
„ჯამში 1 მლნ დოზა Pfizer-ი გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის მანძილზე ეტაპობრივად შემოვა. დღეს აღნიშნული პრეპარატის 25% მივიღეთ და პროცესი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.
5 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.862.482 აცრა. აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.257.404 ადამიანი, ბუსტერ-დოზა ჩატარებული აქვს 239.892 პირს.