https://sputnik-georgia.com/20220405/ratom-seiqmna-saqartvelosi-azotovani-sasuqebis-deficiti-ministris-moadgilis-ganmarteba-265773416.html
რატომ შეიქმნა საქართველოში აზოტოვანი სასუქების დეფიციტი: მინისტრის მოადგილის განმარტება
რატომ შეიქმნა საქართველოში აზოტოვანი სასუქების დეფიციტი: მინისტრის მოადგილის განმარტება
Sputnik საქართველო
აზოტოვანი სასუქების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „რუსთავის აზოტი“ მთელ რიგ პრობლემებს გადააწყდა, განაცხადა ხანიშვილმა
2022-04-05T23:42+0400
2022-04-05T23:42+0400
2022-04-06T00:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22949/58/229495886_0:50:960:590_1920x0_80_0_0_81b97c4b90b81369a602f17a9791aff5.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში აზოტოვანი სასუქების დეფიციტი შეიქმნა, რადგან ყველას ერთდროულად მოუნდა მათი ყიდვა, განაცხადა პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.„ფაქტობრივად, სასუქზე ცოცხალი რიგებია და ეს ქართული სენია, ყველა ერთდროულად მიაწყდა. შემოდგომის თვეებში რიგები არ იყო და კომპანია იხვეწებოდა, რომ პროდუქტი ეყიდათ, თუმცა არავინ ყიდულობდა“, – განაცხადა ხანიშვილმა.მან ასევე განმარტა, რომ აზოტოვანი სასუქების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „რუსთავის აზოტი“ მთელ რიგ პრობლემებს გადააწყდა.გარდა ამისა, ხანიშვილის თქმით, „რუსთავის აზოტი“ ადრე დღეში 300 ტონა აზოტს ყიდდა, მოლაპარაკებების შემდეგ ეს მოცულობა 500 ტონამდე გაიზარდა.„გასულ წელს ამ პერიოდში ადგილობრივი ბაზრისთვის დღიური მიწოდება 800 ტონა იყო, ამიტომ შევეცდებით, რომ წელსაც ადგილობრივი ბაზრის მომარაგება ამ მოცულობამდე გაიზარდოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ქარხანა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას ვერ გაზრდის ექსპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას შორის ფასის სხვაობის გამო.„რუსთავის აზოტი“ აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს პროდუქცია იყიდება როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ქარხანა, რომელიც სპეციალიზებულია მინერალური სასუქების წარმოებაზე, ამონიუმის გვარჯილის ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიაში.აზოტოვანი სასუქები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. იანვარში ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 195%-ით გაიზარდა და 17,6 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22949/58/229495886_53:0:906:640_1920x0_80_0_0_6d9749bffec80510c5b3bd4c49372702.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აზოტოვანი სასუქები დეფიციტი მინისტრი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განმარტება
საქართველო აზოტოვანი სასუქები დეფიციტი მინისტრი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განმარტება
რატომ შეიქმნა საქართველოში აზოტოვანი სასუქების დეფიციტი: მინისტრის მოადგილის განმარტება
23:42 05.04.2022 (განახლებულია: 00:08 06.04.2022) აზოტოვანი სასუქების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „რუსთავის აზოტი“ მთელ რიგ პრობლემებს გადააწყდა, განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში აზოტოვანი სასუქების დეფიციტი შეიქმნა, რადგან ყველას ერთდროულად მოუნდა მათი ყიდვა, განაცხადა პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
„ფაქტობრივად, სასუქზე ცოცხალი რიგებია და ეს ქართული სენია, ყველა ერთდროულად მიაწყდა. შემოდგომის თვეებში რიგები არ იყო და კომპანია იხვეწებოდა, რომ პროდუქტი ეყიდათ, თუმცა არავინ ყიდულობდა“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ აზოტოვანი სასუქების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „რუსთავის აზოტი“ მთელ რიგ პრობლემებს გადააწყდა.
„აზოტოვან სასუქები საკმაოდ მძიმე პრობლემაა. პირადად ვესაუბრებით კომპანიის ხელმძღვანელობას. აქ ორი პრობლემაა: პირველი – პროდუქტის გაძვირება. გასულ წელს თუ აზოტის ფასი დღგ-სთან ერთად 735 ლარი იყო, ახლა 1.349 ლარია. ამას საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდა განაპირობებს“, – განაცხადა ხანიშვილმა.
გარდა ამისა, ხანიშვილის თქმით, „რუსთავის აზოტი“ ადრე დღეში 300 ტონა აზოტს ყიდდა, მოლაპარაკებების შემდეგ ეს მოცულობა 500 ტონამდე გაიზარდა.
„გასულ წელს ამ პერიოდში ადგილობრივი ბაზრისთვის დღიური მიწოდება 800 ტონა იყო, ამიტომ შევეცდებით, რომ წელსაც ადგილობრივი ბაზრის მომარაგება ამ მოცულობამდე გაიზარდოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ქარხანა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას ვერ გაზრდის ექსპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას შორის ფასის სხვაობის გამო.
„სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის მოცულობას ვერ ზრდიან, რადგან ექსპორტზე საქონელი 2 ათას დოლარად გააქვთ, ქვეყნის შიგნით კი გაცილებით დაბალ ფასად იყიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს მათთვის ზარალიანია“, – განაცხადა ხანიშვილმა.
„რუსთავის აზოტი“ აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს პროდუქცია იყიდება როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ქარხანა, რომელიც სპეციალიზებულია მინერალური სასუქების წარმოებაზე, ამონიუმის გვარჯილის ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიაში.
აზოტოვანი სასუქები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. იანვარში ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 195%-ით გაიზარდა და 17,6 მლნ დოლარი შეადგინა.