საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთში ვიზიტს იწყებს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სომხეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი დღეს მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. დაგეგმილია ასევე შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.
„ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება, რეგიონის გაძლიერება და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაფართოება სომხეთთან“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარიამ ლაშხმა.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სომხეთში ორი დღე გაგრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0