https://sputnik-georgia.com/20220405/papuashvili-somxetshi-shexvedrebs-martavs-265765689.html
რა საკითხები განიხილა პარლამენტის თავმჯდომარემ სომეხ კოლეგასთან
რა საკითხები განიხილა პარლამენტის თავმჯდომარემ სომეხ კოლეგასთან
Sputnik საქართველო
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი ერევანში შეხვედრებს მართავს. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T19:36+0400
2022-04-05T19:36+0400
2022-04-05T22:49+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_925357f12ba35f69844f3688830757af.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა უნდა განმტკიცდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერევანში.პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია სომხეთში ოფიციალური ვიზიტით სამშაბათს გაემგზავრა.ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია სომხეთის ეროვნული ასამბლეის სასახლეში შედგა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა სომეხ კოლეგასთან ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს მეგობრული ურთიერთობები ძალიან მდიდარი ისტორიული წარსულით.„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების საკითხები, ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები, შევეხეთ ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას ჩვენს ქვეყნებზე“, – განაცხადა სიმონიანმა.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და პარლამენტის ეზოში სომეხ კოლეგასთან ერთად ხე დარგო.საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სომხეთში ორი დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პაპუაშვილის შეხვედრები პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_58:0:1103:784_1920x0_80_0_0_d61b97bf70a6cde750aab304169c7c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
რა საკითხები განიხილა პარლამენტის თავმჯდომარემ სომეხ კოლეგასთან
19:36 05.04.2022 (განახლებულია: 22:49 05.04.2022) საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი ერევანში შეხვედრებს მართავს.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა უნდა განმტკიცდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერევანში.
პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია სომხეთში ოფიციალური ვიზიტით სამშაბათს გაემგზავრა.
ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია სომხეთის ეროვნული ასამბლეის სასახლეში შედგა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა სომეხ კოლეგასთან ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
„ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობები უნდა იყოს არა მხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრების დონეზე, არამედ კომიტეტებისა და აპარატების დონეზე. ეს არის ჩვენი საერთო მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა გაძლიერდეს თანამედროვე სახელმწიფო, თანამედროვე ინსტიტუციები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს მეგობრული ურთიერთობები ძალიან მდიდარი ისტორიული წარსულით.
„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების საკითხები, ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები, შევეხეთ ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას ჩვენს ქვეყნებზე“, – განაცხადა სიმონიანმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და პარლამენტის ეზოში სომეხ კოლეგასთან ერთად ხე დარგო.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სომხეთში ორი დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პაპუაშვილის შეხვედრები პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.