მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ქართველმა ქონების მეხუთედი დაკარგა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიForbes-ის ლოგო
Forbes-ის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი, რომლის ქონება 219 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ლომთაძემ ქონების თითქმის მეხუთედი დაკარგა და Forbes-2022-ის მილიარდერთა ონლაინ-რეიტინგში 596-ე ადგილიდან 1230-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
გამოცემის ინფორმაციით, ლომთაძის ქონება მიმდინარე მომენტში 2,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულ Forbes-ის მილიარდერთა წლიურ რეიტინგში მისი აქტივები 3,2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ ის რეიტინგში სულაც 1579-ე ადგილს იკავებდა და მისი ქონება თითქმის განახევრებული იყო – 1,9 მლრდ დოლარი. შესაბამისად, ლომთაძემ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ აღიდგინა.
Forbes-ის ონლაინ-რეიტინგის ლიდერთა პირველ სამეულში შედიან:
Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი, რომლის ქონება 219 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი 171 მილიარდი დოლარით.
75 მდიდრული ბრენდის (მათ შორის Louis Vuitton და Sephora) გლობალური ბიზნეს-იმპერიის ხელმძღვანელი ბერნარ არნო 158 მილიარდი დოლარით.

ვინ არის მიხეილ ლომთაძე

მიხეილ ლომთაძე 46 წლისაა, ბათუმელია. დაამთავრა თბილისის მართვის ევროპული სკოლა (European School of Management), 2002 წელს მიიღო МВА-ს ხარისხი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში.
სტუდენტობის დროს თბილისში დააარსა აუდიტისა და კონსალტინგის კომპანია Georgia Consulting Group Audit. 2002 წელს კომპანია გლობალურმა ქსელმა Ernst&Young შეიძინა.
2002 წელს მუშაობდა პირდაპირი ინვესტიციების ფონდში Baring Vostok საინვესტიციო პროექტების მენეჯერად. 2007 წლიდან არის სს Kaspi Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
ლომთაძემ 2008 წელს განაცხადა: „საქართველო, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. ოდესმე, ცხოვრების ბოლოს, აუცილებლად საქართველოში ვიცხოვრებ“.
მან 2017 წელს დაადასტურა, რომ ქართული პასპორტი აქვს და ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.
მიხეილ ლომთაძე 2020 წელს დაჯილდოვდა ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული მედლით COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
წყარო - Forbes-2022-ის მილიარდერთა ონლაინ-რეიტინგი
ყველა ახალი ამბავი
0