https://sputnik-georgia.com/20220405/leonardo-dikaprio-kamila-morone-265755412.html
ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულთან ერთად მექსიკაში ისვენებს - მსახიობი საოცრად გახდა
ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულთან ერთად მექსიკაში ისვენებს - მსახიობი საოცრად გახდა
Sputnik საქართველო
ლეონარდო დიკაპრიო საყვარელ ქალთან ერთად პაპარაცებმა გადაიღეს. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T17:01+0400
2022-04-05T17:01+0400
2022-04-05T22:12+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263409789_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_4dd05c750963af788bb494372ac31fe2.jpg
ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული კამილა მორონე რომანტიკულ მოგზაურობაში წავიდნენ, „შეხვედრის ადგილი“ ამჯერად მექსიკაა.წყვილი პაპარაცებმა ლოს-კაბოსში გადაიღეს. ისინი სასტუმროში ლიმუზინით მივიდნენ. 24 წლის კამილა შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას თეთრი კაბა და „ივ სენ ლორანის“ ჩანთა ამშვენებდა. მის „ლუქს“ კი დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.რაც შეეხება ლეოს, მის მომატებულ კილოგრამებზე ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, 47 წლის მსახიობმა საკუთარ ფორმებზე იმუშავა, ის საკმაოდ დაკლებულია წონაში.47 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 24 წლის კამილა მორონე უკვე 5 წელია ერთმანეთს ხვდებიან. ეს ლეოს ნამდვილი რეკორდია, თუმცა წყვილი, როგორც ჩანს, დაქორწინებას მაინც არ ჩქარობს. ისინი არც პაპარაცების ობიექტივში ხვდებიან ხშირად.პირველ რიგში კამილა მსახიობია. კინოსამყაროს მიმართ ლტოლვა მას სისხლში აქვს, მისი მშობლები ცნობილი არგენტინელი მსახიობები არიან, მამინაცვალი კი საერთოდაც - ალ პაჩინოა. სწორედ მის სკოლაში ეუფლებოდა პროფესიას. ხმები დადის, რომ აქვე გაიცნო დიკაპრიო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მხოლოდ 24 წლისაა, მან უკვე ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა „სიკვდილის წყურვილი“ ბრიუს უილისთან ერთად და „არასდროს დაბრუნდე“.კამილას ჰობი სამოდელო ბიზნესია. დამსახურებებს შორისაა კონტრაქტი IMG-თან, თურქული Vogue-ს გარეკანი და Moschino-ს ჩვენებებზე მუშაობა. იმისათვის, რომ ყველგან ყველაფერი მოასწროს და შესანიშნავად გამოიყურებოდეს, კამილა სწორად იკვებება და დაკავებულია სპორტით.გოგონა სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს. ვარჯიშის შემდეგ მიირთმევს არა ბურგერებს, არამედ ჯანსაღ საკვებს – ამაზე საკუთარ ბლოგში ჰყვება. კამილა აუცილებლად იღებს დღეში ორ ცალ ავოკადოს – ნატურალური ცხიმები აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. ხოლო როცა ტკბილის ძლიერი სურვილი აქვს, ეხმარება ვაშლი ნუშის პასტით, ან სმუზი-ბოული.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263409789_117:0:1537:1065_1920x0_80_0_0_724372c2e0987dd07795f82a586539d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებული მექსიკა დასვენება მსახიობი
ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებული მექსიკა დასვენება მსახიობი
ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულთან ერთად მექსიკაში ისვენებს - მსახიობი საოცრად გახდა
17:01 05.04.2022 (განახლებულია: 22:12 05.04.2022) ლეონარდო დიკაპრიო საყვარელ ქალთან ერთად პაპარაცებმა გადაიღეს.
ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული კამილა მორონე რომანტიკულ მოგზაურობაში წავიდნენ, „შეხვედრის ადგილი“ ამჯერად მექსიკაა.
წყვილი პაპარაცებმა ლოს-კაბოსში გადაიღეს. ისინი სასტუმროში ლიმუზინით მივიდნენ. 24 წლის კამილა შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას თეთრი კაბა და „ივ სენ ლორანის“ ჩანთა ამშვენებდა. მის „ლუქს“ კი დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.
რაც შეეხება ლეოს, მის მომატებულ კილოგრამებზე ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, 47 წლის მსახიობმა საკუთარ ფორმებზე იმუშავა, ის საკმაოდ დაკლებულია წონაში.
47 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 24 წლის კამილა მორონე უკვე 5 წელია ერთმანეთს ხვდებიან. ეს ლეოს ნამდვილი რეკორდია, თუმცა წყვილი, როგორც ჩანს, დაქორწინებას მაინც არ ჩქარობს. ისინი არც პაპარაცების ობიექტივში ხვდებიან ხშირად.
პირველ რიგში კამილა მსახიობია. კინოსამყაროს მიმართ ლტოლვა მას სისხლში აქვს, მისი მშობლები ცნობილი არგენტინელი მსახიობები არიან, მამინაცვალი კი საერთოდაც - ალ პაჩინოა. სწორედ მის სკოლაში ეუფლებოდა პროფესიას. ხმები დადის, რომ აქვე გაიცნო დიკაპრიო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მხოლოდ 24 წლისაა, მან უკვე ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა „სიკვდილის წყურვილი“ ბრიუს უილისთან ერთად და „არასდროს დაბრუნდე“.
კამილას ჰობი სამოდელო ბიზნესია. დამსახურებებს შორისაა კონტრაქტი IMG-თან, თურქული Vogue-ს გარეკანი და Moschino-ს ჩვენებებზე მუშაობა. იმისათვის, რომ ყველგან ყველაფერი მოასწროს და შესანიშნავად გამოიყურებოდეს, კამილა სწორად იკვებება და დაკავებულია სპორტით.
გოგონა სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს. ვარჯიშის შემდეგ მიირთმევს არა ბურგერებს, არამედ ჯანსაღ საკვებს – ამაზე საკუთარ ბლოგში ჰყვება. კამილა აუცილებლად იღებს დღეში ორ ცალ ავოკადოს – ნატურალური ცხიმები აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. ხოლო როცა ტკბილის ძლიერი სურვილი აქვს, ეხმარება ვაშლი ნუშის პასტით, ან სმუზი-ბოული.