მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღით დაემუქრა

© photo: Sputnik / Kiril Kallinikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ძალები შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეასთან სამხედრო დაპირისპირება მოხდება, განაცხადა კიმ ჩენ ინის დამ, კორეის მუშათა პარტიის ცკ-ის განყოფილების უფროსის მოადგილემ კიმ იო-ჯონგმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთ კორეა დარტყმას პირველი არ განახორციელებს.

„იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა აირჩევს ჩვენთან სამხედრო კონფრონტაციას, ჩვენს ბირთვულ საბრძოლო ძალებს გარდაუვლად მოუწევთ თავიანთი მოვალეობის შესრულება“, — ნათქვამია კიმ იო-ჯონგის განცხადებაში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ თუ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ წამოიწყებს, მაშინ ის „თავდასხმის სამიზნედ არ განიხილება“.
მანამდე, 1 აპრილს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა სო ვუკმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გაშვების ადგილებსა და სამეთაურო ობიექტებს, თუ ფხენიანი რაკეტებს სეულზე მიუშვებს. კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა პაკ ჩონგ-ჩონმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ პრევენციული დარტყმის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა „დაუნდობლად გაანადგურებს“ მთავარ სამიზნეებს სამხრეთ კორეაში.
ყველა ახალი ამბავი
0