https://sputnik-georgia.com/20220405/iafi-agrodizeli-saqartvelosi-fermerebistvis-seravatebis-programa-seizleba-ardges-265769957.html
„იაფი აგროდიზელი“: საქართველოში ფერმერებისთვის შეღავათების პროგრამა შესაძლოა აღადგინონ
„იაფი აგროდიზელი“: საქართველოში ფერმერებისთვის შეღავათების პროგრამა შესაძლოა აღადგინონ
Sputnik საქართველო
მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „სოკართან“, რომელიც პირველ პროგრამას ახორციელებდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ
2022-04-05T21:04+0400
2022-04-05T21:04+0400
2022-04-05T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366055_0:75:2048:1227_1920x0_80_0_0_3443dcdc59c2f35a1e363f70c87c00f1.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ფერმერებისთვის „იაფი აგროდიზელის“ პროგრამის აღდგენის შესაძლებლობაზე მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში ყველა ფერმერისთვის, რომელიც ფლობს 0,25-დან 100 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო საწვავი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდებოდა. ამასთან ლიმიტი 1 ჰექტარზე წელიწადში 150 ლიტრი იყო.მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „სოკართან“, რომელიც პირველ პროგრამას ახორციელებდა, თუმცა ჯერ წარმატებას ვერ მიაღწია.ამასთან მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამჯერად საუბარია ფერმერებისთვის საწვავის 40-50 თეთრით უფრო ნაკლებად მიწოდებაზე.პირველი პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დიზელის საწვავი ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეესყიდათ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან სპეციალური ბარათებით – 16 თეთრის ფასდაკლებით.ბარათები გაიცემოდა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366055_38:0:1858:1365_1920x0_80_0_0_962a76e7254aa2294e50a755c0c10ccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„იაფი აგროდიზელი“ საქართველო ფერმერები შეღავათები პროგრამა
„იაფი აგროდიზელი“ საქართველო ფერმერები შეღავათები პროგრამა
„იაფი აგროდიზელი“: საქართველოში ფერმერებისთვის შეღავათების პროგრამა შესაძლოა აღადგინონ
21:04 05.04.2022 (განახლებულია: 23:56 05.04.2022) მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „სოკართან“, რომელიც პირველ პროგრამას ახორციელებდა, თუმცა, ჯერჯერობით – უშედეგოდ.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ფერმერებისთვის „იაფი აგროდიზელის“ პროგრამის აღდგენის შესაძლებლობაზე მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში ყველა ფერმერისთვის, რომელიც ფლობს 0,25-დან 100 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო საწვავი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდებოდა. ამასთან ლიმიტი 1 ჰექტარზე წელიწადში 150 ლიტრი იყო.
„გადაწყვეტილება არის და დღის სინათლეს მალე იხილავს. მცირე ფერმერებისთვის საწვავის ნაწილში დახმარების პროგრამის აღდგენაზე ვმუშაობთ... იმედი მაქვს, ფერმერებს საწვავს შეღავათიან ფასად მივაწვდით, რაც ადრე გვქონდა. ეს სამუშაო ვერსიაა და 7-10 დღეში ეს გადაწყვეტილებაც გვექნება“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „სოკართან“, რომელიც პირველ პროგრამას ახორციელებდა, თუმცა ჯერ წარმატებას ვერ მიაღწია.
ამასთან მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამჯერად საუბარია ფერმერებისთვის საწვავის 40-50 თეთრით უფრო ნაკლებად მიწოდებაზე.
პირველი პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დიზელის საწვავი ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეესყიდათ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან სპეციალური ბარათებით – 16 თეთრის ფასდაკლებით.
ბარათები გაიცემოდა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში.