https://sputnik-georgia.com/20220405/hormonaluri-simsuqne-amosacnobi-noisnebi-265761556.html
როგორ ამოვიცნოთ ჰორმონალური სიმსუქნე: დასახელდა ნიშნები
როგორ ამოვიცნოთ ჰორმონალური სიმსუქნე: დასახელდა ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ჭარბი ცხიმი და სიმსუქნე ყოველთვის არ არის გამოწვეული ზედმეტი ჭამითა თუ ფიზიკური პასიურობით, ეს პრობლემები შეიძლება იმ ადამიანებსაც... 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T16:28+0400
2022-04-05T16:28+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265761368_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d162e6cebab9522af0c50a8ded792cbe.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ჭარბი ცხიმი და სიმსუქნე ყოველთვის არ არის გამოწვეული ზედმეტი ჭამითა თუ ფიზიკური პასიურობით, ეს პრობლემები შეიძლება იმ ადამიანებსაც ჰქონდეთ, რომლებიც სწორადაც იკვებებიან და ჯანსაღადაც ცხოვრობენ, აცხადებენ ენდოკრინოლოგები.მათი თქმით, ამაში შესაძლოა ჰორმონები იყოს დამნაშავე. ჰორმონალური სიმსუქნის ამოცნობა არც ისე რთულია, ვინაიდან ცხიმების სხეულის გარკვეულ ნაწილებში დაგროვება ახასიათებს.როგორ სპეციალისტები განმარტავენ, ამ ტიპის სიმსუქნეს კორტიზოლის ძალიან დიდი რაოდენობით გამომუშავება იწვევს.კორტიზოლი — ეს სტეროიდული ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება და გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ. კორტიზოლს მრავალი ფუნქცია აქვს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე, მონაწილეობს არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნებაში და არეგულირებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, კორტიზოლი ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.როცა ორგანიზმში კორტიზოლის დისბალანსი ჩნდება, სხეული სხვადასხვა არასასურველ, უსიამოვნო ცვლილებებს განიცდის.ენდოკრინოლოგების თქმით, თუ სხეულის ზედა ნაწილში ცხიმების დაგროვება დაგეწყოთ, რომლებსაც ვერაფრით ვერ უმკლავდებით, არ გშველით არც სწორი კვება და არც ფიზიკური ვარჯიშები, სპეციალისტს უნდა მიმართოთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჰორმონალურ სიმსუქნესთან გაქვთ საქმე.თანაც გაჯიუტებული სიმსუქნე შესაძლოა მარტო კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებით კი არ იყოს განპირობებული, არამედ ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების დარღვევებით, ან სასქესო ჯირკვლების დისფუნქციით. ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ ექიმი დასვამს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265761368_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_d017e71c122dde0556000d9e6f7b8f20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ჭარბი ცხიმი და სიმსუქნე ყოველთვის არ არის გამოწვეული ზედმეტი ჭამითა თუ ფიზიკური პასიურობით, ეს პრობლემები შეიძლება იმ ადამიანებსაც ჰქონდეთ, რომლებიც სწორადაც იკვებებიან და ჯანსაღადაც ცხოვრობენ, აცხადებენ ენდოკრინოლოგები.
მათი თქმით, ამაში შესაძლოა ჰორმონები იყოს დამნაშავე. ჰორმონალური სიმსუქნის ამოცნობა არც ისე რთულია, ვინაიდან ცხიმების სხეულის გარკვეულ ნაწილებში დაგროვება ახასიათებს.
„ჰორმონალური სიმსუქნე თავს იჩენს ჭარბი წონის ფორმირებით სხეულის გარკვეულ ნაწილებში: მკლავებსა და ზურგზე, ასევე სხეულის ზოგ ზედა ნაწილში“, — აღნიშნავენ ექიმები.
როგორ სპეციალისტები განმარტავენ, ამ ტიპის სიმსუქნეს კორტიზოლის ძალიან დიდი რაოდენობით გამომუშავება იწვევს.
კორტიზოლი — ეს სტეროიდული ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება და გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ. კორტიზოლს მრავალი ფუნქცია აქვს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე, მონაწილეობს არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნებაში და არეგულირებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, კორტიზოლი ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.
როცა ორგანიზმში კორტიზოლის დისბალანსი ჩნდება, სხეული სხვადასხვა არასასურველ, უსიამოვნო ცვლილებებს განიცდის.
კორპუსის ზედა ნაწილი მასიური ხდება;
მუცელსა და გვერდებზე ჩნდება სტრიები;
მიუხედავად მცდელობისა, მომატებული წონა არაფრით არ ქრება;
იმატებს მადა და ძნელდება მისი კონტროლი;
ენდოკრინოლოგების თქმით, თუ სხეულის ზედა ნაწილში ცხიმების დაგროვება დაგეწყოთ, რომლებსაც ვერაფრით ვერ უმკლავდებით, არ გშველით არც სწორი კვება და არც ფიზიკური ვარჯიშები, სპეციალისტს უნდა მიმართოთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჰორმონალურ სიმსუქნესთან გაქვთ საქმე.
თანაც გაჯიუტებული სიმსუქნე შესაძლოა მარტო კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებით კი არ იყოს განპირობებული, არამედ ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების დარღვევებით, ან სასქესო ჯირკვლების დისფუნქციით. ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ ექიმი დასვამს.