https://sputnik-georgia.com/20220405/goris-saavtomobilo-gvirabi-droebit-caiketeba-265766591.html
გორის საავტომობილო გვირაბი დროებით ჩაიკეტება
გორის საავტომობილო გვირაბი დროებით ჩაიკეტება
Sputnik საქართველო
გორის საავტომობილო გვირაბში 6 აპრილს 00:00 საათიდან პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყება.
2022-04-05T19:50+0400
2022-04-05T19:50+0400
2022-04-05T22:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23803/99/238039944_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_68905438e05e23ba49875d551806d8df.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 6 აპრილს მოძრაობა დროებით შეიზღუდება.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 6 აპრილის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 საათიდან 06:00 საათამდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ამ მიმართულების ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23803/99/238039944_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_a863ddbf8c9a0f65fbfb0e82fe5d5256.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გორი გვირაბი ჩაკეტვა
გორის საავტომობილო გვირაბი დროებით ჩაიკეტება
19:50 05.04.2022 (განახლებულია: 22:51 05.04.2022) გორის საავტომობილო გვირაბში 6 აპრილის 00:00 საათიდან პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყება.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 6 აპრილს მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 6 აპრილის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 საათიდან 06:00 საათამდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ამ მიმართულების ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.