დავითაშვილი: ხორბალი და ფქვილი საქართველოში რუსეთიდან კვლავ შემოდის

© photo: Sputnikქალი ნაყიდი პურით
ქალი ნაყიდი პურით - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანას არაფერი ემუქრება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ხორბალი და ფქვილი რუსეთიდან საქართველოში კვლავ შემოდის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
ხორბლისა და ფქვილის შესაძლო დეფიციტის, ასევე პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამკაცრების შემდეგ შეიძინა. როგორც ცნობილია, რუსეთი უკვე მრავალი წელია საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი მომწოდებელია.

„ხორბალი და ფქვილი საქართველოში შემოდის, ასე რომ, აქაც შეგვიძლია ძალიან წყნარად ვიყოთ. ძირითადი ბაზრიდან საიდანაც შემოდიოდა, ისევ იქიდან შემოდის, ეს იყო რუსეთი ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ ამას დაემატა ყაზახეთი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, გეოგრაფიიდან გამომდინარე, რეგიონში რუსეთისა და ყაზახეთის ბაზრებს აქვს კონკურენტული უპირატესობა ფასის კუთხით.
როგორც ფინანსთა სამინისტროში ამას წინათ განაცხადეს, საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება.
ამის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე ფქვილისა და ხორბლის ფასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ დინამიკურია. ცვლილებები სწრაფად ხდება როგორც მატების, ისე კლების მხარეს.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის. მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი ადგილზე დაფქვა.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0