https://sputnik-georgia.com/20220404/tbilissi-ukrainis-xelisuflebis-braldebebs-seuracxyofad-miicneven-265740256.html
თბილისში უკრაინის ხელისუფლების ბრალდებებს შეურაცხყოფად მიიჩნევენ
თბილისში უკრაინის ხელისუფლების ბრალდებებს შეურაცხყოფად მიიჩნევენ
Sputnik საქართველო
ხომ არ უკავშირდება ეს ბრალდებები იმავე ჰიბრიდულ ომს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, აღნიშნავენ პარლამენტში
2022-04-04T22:40+0400
2022-04-04T22:40+0400
2022-04-05T00:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/37/247423757_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_b4ba50d27e66c0d12b1018b3a7bb7187.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება შეუთანხმდა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდის სახით სანქცირებული საქონლის გადატანაზე, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა.უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ქმნის არხებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც გადის. ამავდროულად ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტებისთვის მათ საქმიანობაში.თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ლუსტრაციის კარგი საშუალებაა.„სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს.როგორც უწყებაში აღნიშნეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/37/247423757_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_1b88c8cae3374ce69360b9ea15ed33aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი უკრაინა ხელისუფლება ბრალდებები შეურაცხყოფა გიორგი კახიანი
თბილისი უკრაინა ხელისუფლება ბრალდებები შეურაცხყოფა გიორგი კახიანი
თბილისში უკრაინის ხელისუფლების ბრალდებებს შეურაცხყოფად მიიჩნევენ
22:40 04.04.2022 (განახლებულია: 00:14 05.04.2022) ხომ არ უკავშირდება ეს ბრალდებები იმავე ჰიბრიდულ ომს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს? კითხულობენ პარლამენტში.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება შეუთანხმდა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდის სახით სანქცირებული საქონლის გადატანაზე, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ქმნის არხებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც გადის. ამავდროულად ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტებისთვის მათ საქმიანობაში.
„ეს არის ტყუილი და სიმართლესთან კავშირი არ აქვს. ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მსგავსი კითხვების გაჩენა შეურაცხმყოფელია... პირიქით, შეკითხვებს იწვევს ის, რატომ უნდა გაჩნდეს მსგავსი აზრი და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა „იმედის“ ეთერში.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ლუსტრაციის კარგი საშუალებაა.
„სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.