https://sputnik-georgia.com/20220404/tbilissi-uaryves-ukrainis-gancxadebebi-rusetistvis-kontrabanduli-arxebis-seqmnis-sesaxeb-265736702.html
თბილისში უარყვეს უკრაინის განცხადებები რუსეთისთვის კონტრაბანდული არხების გახსნის შესახებ
თბილისში უარყვეს უკრაინის განცხადებები რუსეთისთვის კონტრაბანდული არხების გახსნის შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველო ქვეყანაში არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს, განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში
2022-04-04T19:20+0400
2022-04-04T19:20+0400
2022-04-04T23:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23014/55/230145536_0:77:1501:921_1920x0_80_0_0_21a6a85c0d5e96c1ecbf5dd56e2f6ebb.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უარყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადება საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანის შესახებ.უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ქმნის არხებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც გადის. ამავდროულად, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტებისთვის მათ საქმიანობაში.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრალდებას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა.განცხადების თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, განაცხადეს სამინისტროში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ შეუერთდა საერთაშორისო საფინანსო სანქციებს.წყარო - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23014/55/230145536_36:0:1369:1000_1920x0_80_0_0_a9ba037eaec2f72ba5a170a3060f4162.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი უკრაინა განცხადება რუსეთი კონტრაბანდა არხები სანქციები საქონელი
თბილისი უკრაინა განცხადება რუსეთი კონტრაბანდა არხები სანქციები საქონელი
თბილისში უარყვეს უკრაინის განცხადებები რუსეთისთვის კონტრაბანდული არხების გახსნის შესახებ
19:20 04.04.2022 (განახლებულია: 23:40 04.04.2022) საქართველო ქვეყანაში არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს, განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უარყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადება საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანის შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ქმნის არხებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც გადის. ამავდროულად, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტებისთვის მათ საქმიანობაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრალდებას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, განაცხადეს სამინისტროში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ შეუერთდა საერთაშორისო საფინანსო სანქციებს.