https://sputnik-georgia.com/20220404/saqartvelos-patriotta-aliansi-moskovsa-da-tbiliss-shoris-tanamshtromlobis-momxrea-265735734.html
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვსა და თბილისს შორის თანამშრომლობის მომხრეა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვსა და თბილისს შორის თანამშრომლობის მომხრეა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია, განაცხადა მოსკოვში პარტიული დელეგაციის... 04.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-04T19:10+0400
2022-04-04T19:10+0400
2022-04-04T23:25+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265734339_192:314:1664:1142_1920x0_80_0_0_2ad6f48dcbdc003d7301ac92b1d636e6.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია, განაცხადა მოსკოვში პარტიული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა.რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ვლადიმირ ჯაბაროვთან შეხვედრაზე რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს, ნათქვამია ფედერალური საბჭოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.ჯაბაროვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა“, – დასძინა რუსმა სენატორმა.საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265734339_821:370:1850:1142_1920x0_80_0_0_762f507a5055329f658cc91b9f27bcb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია, განაცხადა მოსკოვში პარტიული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა.
რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ვლადიმირ ჯაბაროვთან შეხვედრაზე რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს, ნათქვამია ფედერალური საბჭოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
„დავით თარხან-მოურავმა მოგვაწოდა ინფორმაცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მოღვაწეობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. მან ასევე სურვილი გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებისა და შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯაბაროვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა“, – დასძინა რუსმა სენატორმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.