რამდენი ბავშვი დაიბადა საქართველოში 2021 წელს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიახალდაბადებული
ახალდაბადებული - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
გასულ წელს საქართველოში გოგოზე მეტი ბიჭი დაიბადა.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს დაახლოებით 46 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 2020 წელთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
გასულ წელს დაბადებულებიდან ბიჭი თითქმის 1,9 ათასით მეტია, ვიდრე გოგონა.
დაბადებულების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი – წელიწადში დაახლოებით 15 ათასი. მეორე ადგილზეა იმერეთი – 5,9 ათასი ბავშვი, ხოლო მესამეზე – აჭარა – 5,4 ათასი.
ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – დაახლოებით 1 ათასი და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 263 ბავშვი.
დაბადებული ბავშვებიდან 17,2 ათასი ოჯახში პირველი ბავშვია, 16 ათასი – მეორე, ხოლო 12,1 ათასი – მესამე.
საქართველოში 2021 წელს სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა>>
დედების საშუალო ასაკია 25–29 წელი. 2021 წელს დაფიქსირდა 28 შემთხვევა, როდესაც დედა 50 და მეტი წლისაა და 10 შემთხვევა, როდესაც დედა 15 წელზე მცირე ასაკისაა.
ამასთან, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა 20 წელს ქვემოთ მშობიარეთა რიცხვი და გაიზარდა 40 წლისა და ზემოთ ასაკის მშობიარეთა რაოდენობა.
ყველა ახალი ამბავი
0