https://sputnik-georgia.com/20220404/otxi-ram-rac-varjisis-sedeg-ikrzaleba-265731490.html
აუარესებს შედეგებს: ოთხი რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ იკრძალება
აუარესებს შედეგებს: ოთხი რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ იკრძალება
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. არსებობს ოთხი რამ, რის გაკეთებაც არაფრით არ შეიძლება ფიზიკური ვარჯიშის დამთავრებისთანავე, აცხადებენ სპეციალისტები. 04.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-04T16:10+0400
2022-04-04T16:10+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24399/09/243990966_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_c9177e74a42804d8c7e17dfcb49bac7d.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. არსებობს ოთხი რამ, რის გაკეთებაც არაფრით არ შეიძლება ფიზიკური ვარჯიშის დამთავრებისთანავე, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, საკუთარ სხეულზე ზრუნვა სპორტდარბაზში არ იწყება და არც იქვე მთავრდება, თავს ყურადღება ვარჯიშის დასრულების შემდეგაც უნდა მიაქციოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.ექსპერტების რეკომენდაციები ასე გამოიყურება:არ თქვათ უარი ჭამაზერა თქმა უნდა, ვარჯიშის შემდეგ დაუყოვნებლივ სამზარეულოში არ უნდა გაიქცეთ, მაგრამ არც პაუზის გაჭიანურება არ არის საჭირო. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით, ამინომჟავებითა და ნახშირწყლებით შევსება ესაჭიროება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვარჯიშის დამთავრებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ შეჭამთ — ოღონდ სწორად და დაბალანსებულად.ნუ შეჭამთ ყველაფერსსწორი დიეტა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ვარჯიში. ამიტომ შეეცადეთ, მაქსიმალურად კომპეტენტურად შეადგინოთ კვების გეგმა. მაგალითად, უპირატესობა მიანიჭეთ რთულ ნახშირწყლებსა და უცხიმო საკვებს. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის შემდგომი კვების მთავარი მიზანია ნახშირწყლებისა და ამინომჟავების სისხლში რაც შეიძლება სწრაფად მოხვედრა და კუნთების უჯრედებში გადანაწილება.არ გადატვირთოთ ორგანიზმიიდეალური ვარიანტია ვარჯიშის შემდეგ ერთსაათიანი ძილი. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს, კარგი იქნება, თუ სხეულს საკმარის დროს „მისცემთ“ დასვენებისთვის. ეს ვარჯიშის შედეგს მაქსიმალურად ეფექტურს გახდის.ნუ იტყვით უარს წყალზესაიდუმლო არ არის, რომ ვარჯიშის დროს ორგანიზმი წყალს კარგავს. ამიტომ ერთსაათიანი ვარჯიშის შემდეგ ელექტროლიტების შემცველი სითხე უნდა მიირთვათ — როგორიცაა ქოქოსის წყალი, იზოტონური სასმელი ან ამინომჟავების კომპლექსი.ნუ მიეძალებით სპორტულ სასმელებს, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მათი დალევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამძლეობაზე ვარჯიშობთ. სხვა შემთხვევაში უფრო შესაფერისია ჩვეულებრივი წყალი ან სასმელები შაქრის დაბალი შემცველობით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24399/09/243990966_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_45544b2c17b8495aea720587c16a487b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. არსებობს ოთხი რამ, რის გაკეთებაც არაფრით არ შეიძლება ფიზიკური ვარჯიშის დამთავრებისთანავე, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, საკუთარ სხეულზე ზრუნვა სპორტდარბაზში არ იწყება და არც იქვე მთავრდება, თავს ყურადღება ვარჯიშის დასრულების შემდეგაც უნდა მიაქციოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
ექსპერტების რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
რა თქმა უნდა, ვარჯიშის შემდეგ დაუყოვნებლივ სამზარეულოში არ უნდა გაიქცეთ, მაგრამ არც პაუზის გაჭიანურება არ არის საჭირო. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით, ამინომჟავებითა და ნახშირწყლებით შევსება ესაჭიროება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვარჯიშის დამთავრებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ შეჭამთ — ოღონდ სწორად და დაბალანსებულად.
სწორი დიეტა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ვარჯიში. ამიტომ შეეცადეთ, მაქსიმალურად კომპეტენტურად შეადგინოთ კვების გეგმა. მაგალითად, უპირატესობა მიანიჭეთ რთულ ნახშირწყლებსა და უცხიმო საკვებს. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის შემდგომი კვების მთავარი მიზანია ნახშირწყლებისა და ამინომჟავების სისხლში რაც შეიძლება სწრაფად მოხვედრა და კუნთების უჯრედებში გადანაწილება.
იდეალური ვარიანტია ვარჯიშის შემდეგ ერთსაათიანი ძილი. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს, კარგი იქნება, თუ სხეულს საკმარის დროს „მისცემთ“ დასვენებისთვის. ეს ვარჯიშის შედეგს მაქსიმალურად ეფექტურს გახდის.
საიდუმლო არ არის, რომ ვარჯიშის დროს ორგანიზმი წყალს კარგავს. ამიტომ ერთსაათიანი ვარჯიშის შემდეგ ელექტროლიტების შემცველი სითხე უნდა მიირთვათ — როგორიცაა ქოქოსის წყალი, იზოტონური სასმელი ან ამინომჟავების კომპლექსი.
ნუ მიეძალებით სპორტულ სასმელებს, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მათი დალევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამძლეობაზე ვარჯიშობთ. სხვა შემთხვევაში უფრო შესაფერისია ჩვეულებრივი წყალი ან სასმელები შაქრის დაბალი შემცველობით.