„ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგს იწყებს

© courtesy of Georgian National Tourism Administration საქართველო გამოფენაზე International Mediterranean Tourism Market
 საქართველო გამოფენაზე International Mediterranean Tourism Market - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
ტრენინგები ჩატარდება თბილისში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ახალ პროექტს „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“, რომელიც შიდა ტურიზმის ხელშეწყობასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აპრილში ონლაინ-ფორმატში ჩაატარებს ტრენინგების კურსს „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“.

ტრენინგის ძირითადი თემა იქნება ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჰიგიენის ნორმები, რეცხვა-დეზინფექციის პროცედურა, სურსათის უვნებლობა, ალერგენების მართვა, სამუშაო ინსტრუქციები, საკანონმდებლო მოთხოვნები.

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს, ისე ტურიზმის სექტორში დასაქმების მსურველებს. ტრენინგები ჩატარდება თბილისში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში.
დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდნენ ტურიზმის ადმინისტრაციას ელექტრონულ მისამართზე www.gnta.ge.
ყველა ახალი ამბავი
0