https://sputnik-georgia.com/20220404/epidvitareba-gaumjobesebulia-raribasvili-265730935.html
„ეპიდვითარება გაუმჯობესებულია“ - ღარიბაშვილი
„ეპიდვითარება გაუმჯობესებულია“ - ღარიბაშვილი
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეპიდვითარების მიმდინარე ტენდენციებს დააკვირდებიან და მთავრობის შემდგომი გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით იქნება მიღებული. 04.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-04T16:32+0400
2022-04-04T16:32+0400
2023-08-17T18:16+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263742739_135:395:3074:2048_1920x0_80_0_0_06bda7ce7887d1fa2ee6ffdb81ec5e0f.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის კუთხით ეპიდვითარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, აზარაშვილი ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 7 დღეში კორონავირუსით ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.ღარიბაშვილის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მხოლოდ დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია.„დღეს იყო, მაგალითად, სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდ-კლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას", – აღნიშნა პრემიერმა.თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად გაუმჯობესდა. მეექვსე ტალღის პიკის დროს, 31 იანვარს 26 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ყოველდღიური მაჩვენებელი 300–400 შემთხვევას შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263742739_696:369:2935:2048_1920x0_80_0_0_98ce1af2edd2f80bcbf156d521358d83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო, covid-19
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო, covid-19
„ეპიდვითარება გაუმჯობესებულია“ - ღარიბაშვილი
16:32 04.04.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეპიდვითარების მიმდინარე ტენდენციებს დააკვირდებიან და მთავრობის შემდგომი გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით იქნება მიღებული.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის კუთხით ეპიდვითარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აზარაშვილი ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 7 დღეში კორონავირუსით ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.
„ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მხოლოდ დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია.
„დღეს იყო, მაგალითად, სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდ-კლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას", – აღნიშნა პრემიერმა.
თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად გაუმჯობესდა. მეექვსე ტალღის პიკის დროს, 31 იანვარს 26 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ყოველდღიური მაჩვენებელი 300–400 შემთხვევას შეადგენს.